ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს დადგენილება №14/17 |
|
2014 წლის 7 ივლისი ქ. ფოთი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესი (თანახმად დანართი №1-ისა). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2013 წლის 11 იანვრის №1/2 დადგენილება (ვებგვერდი, 17/01/2013 სარეგისტრაციო კოდი: 190020030.35.111.016151) ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისიას. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაშია 2014 წლის 7 ივლისიდან. |
|
| მუხლი 1 |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1.საფინანსო ორგანო – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, რომლებიც პასუხისმგებელია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე და ბიუჯეტის შესრულებაზე. 2.გადანაწილება–ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3.თანხების ასახვა–საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა. |
| მუხლი 2 |
ეს წესი განსაზღვრავს:
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების მექანიზმს. 2.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესს.
|
| მუხლი 3 |
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტის ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. |
2.
შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილება (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. |
3.
ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გათვალისწინებული ასიგნებებისა. |
| მუხლი 4 |
1.
განაწილების უფლება აქვს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი სამართლებრივი, აქტის (ბრძანების) საფუძველზე. |
2.
გადანაწილებაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს–ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანოს (შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის წინადადების საფუძველზე). |
| მუხლი 5 |
გადანაწილება ასახული უნდა იქნეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტში საბიუჯეტო წლის ბოლომდე. |
| მუხლი 6 |
1.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილება (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. |
2.
თანხების ასახვის უფლება აქვს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. |
3.
თანხების ასახვაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო. |
| მუხლი 7 |
განსახორციელებელი ცვლილება (თანხების ასახვა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტში ასახვის მიზნით (თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილების სახით) ერთი თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად. |
| მუხლი 8 |
საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას ამ წესის II თავის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია.
|
| მუხლი 9 |
1.
განაწილების ან/და თანხების ასახვა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა უნდა აცნობოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. |
2.
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება უნდა განხორციელდეს მორიგი საბიუჯეტო ცვლილებისას მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე. |