ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (12 მუხლი)
|
თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს დადგენილება №1/2 |
|
2013 წლის 11 იანვარი ქ. ფოთი |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესი (თანახმად დანართი №1-ისა). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 27 ივლისის №5/25 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190.020.030.35.111.000.074) „მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგნებების გადანაწილების და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თვითმმართველი ქალაქის- – ოთის საკრებულოს საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის საკითხთა კომისიას და თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიას. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
| მუხლი 1 |
ეს წესი განსაზღვრავს: |
1.
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების მექანიზმს. |
2.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესს. |
| მუხლი 2 |
1.
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება (შემდგომში – გადანაწილება). |
2.
შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილება (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. |
3.
ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებისა. |
| მუხლი 3 |
1.
განაწილების უფლება აქვს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერს შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე (თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით). |
2.
გადანაწილებაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახური (შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის წინადადების საფუძველზე). |
| მუხლი 4 |
გადანაწილება ასახული უნდა იქნეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში საბიუჯეტო წლის ბოლომდე.
|
| მუხლი 5 |
1.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილება (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში (შემდგომში– თანხების ასახვა). |
2.
თანხების ასახვა უნდა განხორციელდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე (თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით). |
3.
თანხების ასახვაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს (თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერის ბრძანება) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახური. |
| მუხლი 6 |
განსახორციელებელი ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ასახვის მიზნით (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილებების სახით) ერთი თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს დასამტკიცებლად. |
| მუხლი 7 |
საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას ამ წესის II თავის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია.
|
| მუხლი 8 |
1.
განაწილების ან/და თანხების ასახვა თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერმა უნდა აცნობოს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. |
2.
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და მე-II თავის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული ცვლილება უნდა განხორციელდეს მორიგი საბიუჯეტო ცვლილებისას მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე. |
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესი (თანახმად დანართი №1-ისა). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 27 ივლისის №5/25 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190.020.030.35.111.000.074) „მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგნებების გადანაწილების და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თვითმმართველი ქალაქის- – ოთის საკრებულოს საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის საკითხთა კომისიას და თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიას. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა დანართი №1 |
| მუხლი 1 |
ეს წესი განსაზღვრავს: |
1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების მექანიზმს. |
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესს.თავი II ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელება |
1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება (შემდგომში – გადანაწილება). |
2. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილება (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. |
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებისა. |
| მუხლი 3 |
1. განაწილების უფლება აქვს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერს შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე (თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით). |
2. გადანაწილებაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახური (შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის წინადადების საფუძველზე). |
| მუხლი 4 |
გადანაწილება ასახული უნდა იქნეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში საბიუჯეტო წლის ბოლომდე.
|
| მუხლი 5 |
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილება (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში (შემდგომში– თანხების ასახვა). |
2. თანხების ასახვა უნდა განხორციელდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე (თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით). |
3. თანხების ასახვაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს (თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერის ბრძანება) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახური. |
| მუხლი 6 |
განსახორციელებელი ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ასახვის მიზნით (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილებების სახით) ერთი თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს დასამტკიცებლად.თავი IV მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის განაწილებაზე დაწესებული შეზღუდვები |
საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას ამ წესის II თავის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია.
|
| მუხლი 8 |
1. განაწილების ან/და თანხების ასახვა თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერმა უნდა აცნობოს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. |
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და მე-II თავის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული ცვლილება უნდა განხორციელდეს მორიგი საბიუჯეტო ცვლილებისას მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე. |