განჩინება შპს „გრემფილდ ჯორჯია“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11995-2012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

                                   

საქმე 2/11995-2012

 

   

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2013 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

 

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე შპს ,,გრემფილდ ჯორჯიას” კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

 

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

 

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,გრემფილდ ჯორჯიას” მიმართ.

  შპს ,,გრემფილდ ჯორჯიას” მო მ რიგებელმა საბჭომ წარმოადგინა გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

  სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნ ე ს შპს ,,გრემფილდ ჯორჯიას” კრედიტორთა კრება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხის განხილვის დღის წესრიგით.

  სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-7, მე-14, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე, და 29-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მოწვეულ იქნ ე ს შპს ,,გრემფილდ ჯორჯიას” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 _ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნას 2013 წლის 25 იანვარს, 12:00 საათზე,თბილისის საქალაქო სასამართლოს №24 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან ან განჩინების გაცნობიდან 5 დღის ვადაში.

 

  მოსამართლე              ლაშა ქოჩიაშვილი