⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.04.2013)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.01.2013
ძალის დაკარგვა 16.04.2013
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016131
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,586 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.01.2013 მიღება
16.04.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რეზო ფარცხალაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    დადგენილება №1 2013 წლის 17 იანვარი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი თანდართული რედაქციით (დანართი თან ერთვის). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №4 დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ . მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილერეზო ფარცხალაძე დანართი №1 ხონის   მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების  გაცემისა და მიღების წესი   წინამდებარე წესი აწესრიგებს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარებების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად, სახელმძღვანელო პრინციპებს. თავი I  სოციალური დახმარების სახეები  მუხლი 1🔗. ფულადი სოციალური დახმარების სახეები 1. ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი სოციალური დახმარებები: ა) განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა; ბ) სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება; გ) გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ცერებრალური დამბლით,  ლეიკემიით, ონკოლოგიური, ტუბერკულოზით, შაქრიანი დიაბეტით, ბრონქიალური ასთმით, სუნთქვის უკმარისობით, თვალის ატროფიით, ამბლიოპიით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ოჯახების დახმარება; დ)იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარება; ე) ომის ვეტერანთა დახმარება; ვ) ხანდზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება; ზ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება; თ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარჯები; ი) თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა; კ) დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი დახმარება.  მუხლი 2🔗. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები 1. ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარება: ა) უკიდურესად შეჭირვებულ, ოჯახის მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა; ბ) დევნილების ზამთრისთვის სათბობი საშეშე მერქნით უზრუნველყოფა; გ) ომის ვეტერანებისათვის, მასთან გათანაბრებული პირებისათვის, რეპრესირებულთა და ჩერნობილის  საავარიო სამუშაოთა  მონაწილეებისთვის  სატელეფონო, საკანალიზაციო და წყალმომარაგების ხარჯების დაფინანსება; დ)  ქ. ხონის ტერიტორიაზე მცხოვრები, 57000 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წყალმომარაგების ხარჯების დაფინანსება. თავი II  ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი   3🔗.    განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა 1. მიუხედავად სულადობისა,  უკიდურესად მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების  ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით. 2. მოქალაქემ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებიდან ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. დ) კომისიის მიერ ოჯხის დათვალიერების ოქმი; ე) ანგარიშის ნომერი და ბანკის კოდი. 3. აღნიშნული ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ და არ გაიცემა იძულებით გადაადგილებულ პირზე და სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახზე. მუხლი   4🔗.  სტიქიით დაზარალებულ ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება 1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების  ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 1000 ლარამდე. 2. სტიქიის შედეგად  დაზარალებულმა მოქალაქემ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგგინოს ა) განცხადება გამგებლის სახელზე,  დამდგარი ზიანიდან  ერთი კვირის ვადაში; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ხონის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან; დ)ცნობა ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურიდან (აუცილებლობის შემთხვევაში) ე) შესაბამისი წერილი ტერიტორიული ორგანოდან; ვ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებიდან ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. მუხლი 5🔗. გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე ცერებრალური დამბლით, ლეიკემიით, ტუბერკულოზით, შაქრიანი დიაბეტით, ბრონქიალური ასთმით, სუნთქვის უკმარისობით, თვალის ატროფიით, ამბლიოპიით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვებთა ოჯახების დახმარება 1. გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე ცერებრალური დამბლით, ონკოლოგიური, ლეიკემიით, ტუბერკულოზით, შაქრიანი დიაბეტით, ბრონქიალური ასთმით, სუნთქვის უკმარისობით, თვალის ატროფიით, ამბლიოპიით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვების ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს ერთ სულზე 200 ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი; გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის)  პირადობის (ან დაბადების) მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა №100) ж ე) ნგარიშის ნომერი და ბანკის კოდი. მუხლი  6🔗. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარება 1. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარების მუნიციპალური ითვალისწინებს . იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯის სახით, გარდაცვლილის ოჯახზე  ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას 100 ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ხონის მუნიციპალიტეტის  გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის დამადასტურებელი საბუთი (ასლი); დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის გარდაცვალების ცნობა – იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში; ვ) ანგარიშის ნომერი და ბანკის კოდი. 3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. მუხლი   7🔗. ომის ვეტერანთა დახმარება  1. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის ან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაღუპული ომის მონაწილის (ვეტერანის) ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 ლარის ოდენობით.  2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ხონის მუნიციპალიტეტის  გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) გარდაცვლილი ომის მონაწილის პლასტიკური ბარათი (ასლი) ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი იყო ომის მონაწილე პენსიონერი; გ) დაღუპული ომის მონაწილის (ვეტერანის) გარდაცვალების მოწმობა; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ე) ანგარიშის ნომერი და ბანკის კოდი ვ) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა სოციალური მდგომარეობის შესახებ. 3. ამ წესის მიზნებისთვის პირის „ოჯახის წევრებად“ ჩაითვლებიან: ა) მშობელი (მშვილებელი); ბ) შვილი (ნაშვილები); გ) მეუღლე; დ) და-ძმა; ე) ბებია-პაპა, რომლებიც ეწევიან საერთო მეურნეობას. 4. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 8🔗.  ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება 1. ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღებით. 2. დახმარების მისაღებად ხანდაზმული (100 და მეტი წლის ასაკის) პირის ან მისი ოჯხის სრულწლოვანი წევრის მიერ გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) ხანდაზმული პირის (ან ოჯახის წევრის) წერილობითი განცხადება; ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობა (ასლი); გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი) – თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია; დ) ანგარიშის ნომერი და ბანკის კოდი; ე) ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღრება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ვ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებიდან ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. მუხლი 9🔗. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი დახმარება 1.  დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი დახმარების პროგრამა ითვალისწინებს ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას.  2. დახმარების მიღების მსურველებმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ:  ა) მეურვის განცხადება და პირადობის მოწმობის ასლი;  ბ) ცნობა მეურვეობის შესახებ;  გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ანგარიშის ნომერი და ბანკის კოდი. 1. დახმარების გაცემა მოხდება ბანკის მეშვეობით, მეურვის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე 300 ლარის ოდენობით. მუხლი 10🔗. ახალშობილის ოჯახების  ერთჯერადი დახმარება 1.  მრავალშვილიან ოჯახებს მესამე და მომდევნო შვილის შეძენის შემთხვევაში წელიწადში ერთხელ გაეწიოთ დახმარება 200 ლარის ოდენობით.  2. დახმარების დასანიშნად დახმარების მიღების მსურველმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:  ა) წერილობითი განცხადება;  ბ) მშობლების პირადობის მოწმობები (ასლები);  გ) მშობლების ქორწინების მოწმობა (ასლი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);  დ)  ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლები);  ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;  ვ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებიდან ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;  ზ) გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – რწმუნებულის შუამდგომლობა (რეკომენდაცია). მუხლი 11🔗. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა 1. ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებული მოქალაქე, რომელიც დიალიზის მკურნალობის კურსს გადის ქ. ქუთაისში და სხვა ქალაქებში მიეცემათ დახმარება მგზავრობის თანხის ასანაზღაურებლად 100 (ასი) ლარის ოდენობით.  2. დახმარების მიღების მსურველებმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:  ა) განცხადება;  ბ) პირადობის მოწმობის ასლი;  გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.  3. ანგარიშის ნომერი და ბანკის კოდი. მუხლი 12🔗. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო ხარჯების ერთჯერადი დაფინანსების პროგრმა 1. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის, რომელთაც გააჩნიათ 0-დმ 70001-მდე სარეიტინგო ქულა და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი, ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსება განისაზღვროს  1000 (ათასი) ლარამდე. 2. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის, რომელთაც გააჩნიათ 70001-დან ზევით სარეიტინგო ქულა ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსება განისაზღვროს  1000 (ათასი) ლარამდე. 3. დახმარების მიღების მსურველებმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:  ა) განცხადება;  ბ) პირადობის მოწმობის ასლი;  გ) ჯანმრთელობის ცნობა ფორმა 100ა;  დ) ანგარიშის ნომერი და ბანკის კოდი; ე) ანგარიშფაქტურა იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც პაციენტი იღებს მომსახურეობას. ვ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებიდან ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. თავი III  სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება     მუხლი   10🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა 1. ხონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს გამგეობის მიერ შექმნილი დროებითი კომისია და გამგეობის შესაბამისი სამსახურები. 2.  დროებითი კომისია იქმნება გამგებლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. 3.  ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური პასუხისმგებელია მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.  მუხლი 13🔗. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა 1. სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას. 2. გამგეობა უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას დადგენილი წესის შესაბამისად. 3. გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება სამსახურს. მუხლი 14🔗. სოციალური სამსახურის მიერ განცხადებების განხილვა 1. გამგეობაში შემოსულ განცხადებებს სამსახური განიხილავს კომისიური წესით. 2. საჯაროობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის მიერ სოციალური დახმარებების გაცემის საკითხთა განხილვაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დაინტერესებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მუხლი 15🔗. სოციალური დახმარებების გაცემის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. მუხლი 16🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება დროებითი კომისიის ოქმის (დასკვნის) საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. 2. გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და ინიშნება სოციალური დახმარება. მუხლი 17🔗. ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა 1. გამგებლის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და დანიშნულია სოციალური დახმარება, იგზავნება გამგეობის ბუღალტერიაში, რომელიც უზრუნველყოფს ფულადი დახმარების სათანადო წესით გაცემას.