ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2013 წლის 27 თებერვალი ქ. ხონი |
|
გაცემისა და მიღების წესი
ა) განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთ ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა.
ბ) სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება;
გ) გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ცერებრალური დამბლით, ლეიკემიით, ონკოლოგიური, ტუბერკულოზით, შაქრიანი დიაბეტით, ბრონქიალური ასთმით, სუნთქვის უკმარისობით, თვალის ატროფიით, ამბლიოპიით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ოჯახების დახმარება;
დ)იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარება;
ე) ომის ვეტერანთა დახმარება;
ვ) ხანდზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება;
ზ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება;
თ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
ი) თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირთა დახმარების პროგრამა;
კ) დედ–მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი დახმარება;
1. ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარება:
ა) უკიდურესად შეჭირვებულ, ოჯახის მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა;
ბ) დევნილების ზამთრისთვის სათბობი საშეშე მერქნით უზრუნველყოფა;
გ) ომის ვეტერანებისათვის, მასთან გათანაბრებული პირებისათვის, რეპრესირებულთა და ჩერნობილის საავარიო სამუშაოთა მონაწილეებისთვის სატელეფონო, საკანალიზაციო და წყალმომარაგების ხარჯების დაფინანსება.
დ) ქ. ხონის ტერიტორიაზე მცხოვრები, 57000 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების დაფინანსება.
2. მოქალაქემ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს
ა) განცხადება გამგებლის სახელზე
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებიდან ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
დ) კომისიის მიერ ოჯახის დათვალიერების ოქმი;
ე) ანგარიშის ნომერი და ბანკის კოდი;
ვ) გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული შუამდგომლობა და სოც.მდგომარეობა.
3. აღნიშნული ერთჯერადი ფულდი დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ და არ გაიცემა სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახზე.
2. სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მოქალაქემ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს
ა) განცხადება გამგებლის სახელზე დამდგარი ზიანიდან ერთი კვირის ვადაში;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ხონის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან;
დ)ცნობა ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურიდან (აუცილებლობის შემთხვევაში)
ე) გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული შუამდგომლობა და სოც.მდგომარეობა;
ვ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებიდან ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
ზ)ანგარიშის ნომერი და ბანკის კოდი.
2.დახმარების მისაღებად მოქალაქემ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი;
გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის (ან დაბადების) მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა №100)
ე) ანგარიშის ნომერი და ბანკის კოდი
ვ) გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული შუამდგომლობა და სოც.მდგომარეობა.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი);
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის დამადასტურებელი საბუთი (ასლი);
დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) ანგარიშის ნომერი და ბანკის კოდი
ვ)სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებიდან ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) გარდაცვლილი ომის მონაწილის პლასტიკური ბარათი (ასლი) ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი იყო ომის მონაწილე პენსიონერი;
გ) დაღუპული ომის მონაწილის (ვეტერანის) გარდაცვალების მოწმობა( ასლი);
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი);
ე) ანგარიშის ნომერი და ბანკის კოდი
ვ) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა სოც. მდგომარეობის შესახებ;
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
2. დახმარების მისაღებად ხანდაზმული (100 და მეტი წლის ასაკის) პირის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) ხანდაზმული პირის (ან ოჯახის წევრის) წერილობითი განცხადება;
ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობა (ასლი);
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი) – თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია;
დ) ანგარიშის ნომერი და ბანკის კოდი;
ე) ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მიღების მსურველებმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ:
ა) მეურვის განცხადება და პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ცნობა მეურვეობის შესახებ;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ანგარიშის ნომერი და ბანკის კოდი
3. დახმარების გაცემა მოხდება ბანკის მეშვეობით, მეურვის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე 300 ლარის ოდენობით.
2. დახმარების დასანიშნად დახმარების მიღების მსურველმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობები (ასლები);
გ) მშობლების ქორწინების მოწმობა (ასლი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლები);
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ვ) გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული სოც.მდგომარეობა.
2. დახმარების მიღების მსურველებმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.
დ) ანგარიშის ნომერი და ბანკის კოდი.
ე) გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული შუამდგომლობა და სოც.მდგომარეობა.
2. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის, რომელთაც გააჩნიათ 70001–დან ზევით სარეიტინგო ქულა ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურეობის, მათ შორის კვლევების, სამკურნალო–სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსება განისაზღვროს 1000 (ათასი) ლარამდე.
3. დახმარების მიღების მსურველებმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ჯანმრთელობის ცნობა ფორმა 100ა.
დ) ანგარიშფაქტურა იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც პაციენტი იღებს მომსახურეობას.
ე) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებიდან ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ზ) ქორწინების მოწმობის ასლი, საჭიროების შემთხვევაში.
2. დროებითი კომისია იქმნება გამგებლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე;
3. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური პასუხისმგებელია მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
2. გამგეობა უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას დადგენილი წესის შესაბამისად.
3. გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება სამსახურს.
2. საჯაროობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის მიერ სოციალური დახმარებების გაცემის საკითხთა განხილვაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დაინტერესებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
2. გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და ინიშნება სოციალური დახმარება.
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის და სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი თანდართული რედაქციით (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №4 დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარერობერტი რუხაძე
დანართი №1წინამდებარე წესი აწესრიგებს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარებების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად, სახელმძღვანელო პრინციპებს.თავი I
სოციალური დახმარების სახეები
მუხლი 1.🔗
ფულადი სოციალური დახმარების სახეებიგონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე ცერემბრალური დამბლით, ლეიკემიით, ტუბერკულიოზით, შაქრიანი დიაბეტით, ბრონქიალური ასთმით, სუნთქვის უკმარისობით, თვალის ატროფიით, ამბლიოპიით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვებთა ოჯახების დახმარება
1. გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე ცერემბრალური დამბლით, ონკოლოგიური, ლეიკემიით, ტუბერკულიოზით, შაქრიანი დიაბეტით, ბრონქიალური ასთმით, სუნთქვის უკმარისობით, თვალის ატროფიით, ამბლიოპიით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვების ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს ერთ სულზე 200 ლარის ოდენობით.