განჩინება შპს „მშენებელი 2010“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1251
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2013 წლი ს 14 იანვარი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა შპს ,,მშენებელი-2010’’-ის კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2012 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,მშენებელი 2000’’-ის დირექტორის ნოდარ თებიძის განცხადება მიღებულ იქნეს წარმოებაში.
2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს ,,მშენებელი 2000’’-ის (ს/კ 248387455) მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო; ამასთან შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი;
2012 წლის 21 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ – აღსრულების ეროვნულიმა ბიურომ და სამოქალაქო საქმე №2/1251 გადაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც დაბრუნდა 2012 წლის 04 იანვარს.
2012 წლის 05 დეკემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ალექსანდრე პატარაიამ და წარმოადგინა შპს ,,მშენებლი 2010’’-ის მიმართ მოთხოვნა და კრედიტორთა რეესტრში შეყვანა ითხოვა;
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს ,,მშენებლი 2010’’-ის კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნეს შპს ,,მშენებელი 2010’’-ის კრედიტორთა კრება 2013 წლის 22 იანვარს 15:00 საათზე .
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge
4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე : გენადი მაკარიძე