გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2013 წლის 18 იანვარი ქ. გარდაბანი |
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქ. გარდაბნის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).
|
| მუხლი 3 |
ამ გადაწყვეტილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის №4 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 5 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. |
|
1.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში– მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. გარდაბნის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMGXItLXCXK, სადაც: ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG –არის ქ. გარდაბნის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,52-ს; გ) ItL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1.2-ს; გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1.0-ს; გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,8-ს; დ) C–არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K–არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 70-ს. |
2.
პირველი პუნქტის მიხედვით ქ. გარდაბნის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4.368 ლარს.
|
4.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4.368 ლარს.
|
5.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6.1152 ლარს. |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.10.2013.
- როდის იქნა მიღებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
- „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ მიღებულია 18.01.2013. მიმღები ორგანო — გარდაბნის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 200140030.35.161.016115.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.10.2013-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.10.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, №1, 18.01.2013, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.161.016115 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1822155/