„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0113/18-1
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ს

ბძანება №0113/18-1

2013 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებების ა და დამატებების   შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №1 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა თალიბანში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ნომერ 124 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართში მოცემული რედაქციით.

2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №1 დანართიდან, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა თალიბანში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომრები 8, 10 და 42.

3. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №2 დანართიდან, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომერი 88.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მ. როინიშვილი


                                                                                                 

                                                                                                                                                                დანართი

                                 

ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა თალიბანში ან დაკავშირებულნი არიან მასთან

 

პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი,

 ეროვნება/მოქალაქეობა)

ფსევდონიმი (ები), ზედმეტი სახელი(ები)

 

პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი

მისამართი (ები), შესაძლო ადგილსამყოფელი

სიაში შეყვანის თარიღი

სხვა ინფორმაცია

1

2

3

4

5

6

7

124

სახელები:

1. ბადრუდინი (BADRUDDIN)

2. ჰაქანი (HAQQANI)

3.

4.

დაბ. თარიღი:

დაახლოებით 1975–1979

დაბ. ადგილი :მირამშაჰი, ჩრდ. ვაზირისტანი, პაკისტანი (Miramshah, North Waziristan, Pakistan)

ეროვნება/მოქალაქეობა:

 

 

ატიქულაჰ (Atiqullah)

 

პასპორტის მონაცემები:

პირადი ნომერი:

 

მირამ შაჰი, პაკისტანი (Miram Shah, Pakistan)

11.05.11

(ცვლილე-ბები

01.06.12

28.12.12)

ჰაქანის ქსელის (Haqqani Network) მოქმედებათა მეთაური.

 Taliban shura in Miram Shah–ის წევრი.

მონაწილეობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში მოწყობილ თავდასხმებში.

ჯალალუდინ ჰაქანის (Jalaluddin Haqqani) შვილი.

 სირაჯუდინ ჯალალუდინ ჰაქანისა (Sirajuddin Jallaloudine Haqqani) და ნასირუდდინ ჰაქანის (Nasiruddin Haqqani) ძმა;

 ხალილ აჰმედ ჰაქანის (Khalil Ahmed Haqqani) ძმისშვილი (დისშვილი).

არსებული ინფორმაციით გარდაიცვალა 2012 წლის აგვისტოს ბოლოს.