მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და უძრავ–მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 21.01.2013
ძალის დაკარგვა 10.03.2015
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 370070000.35.159.016111
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 313 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.01.2013 მიღება
10.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 შ.რუსთაველის, 26 მაისის, ნარიმანოვის, სამედ-ვურღუნის, აღმაშენებლის, სულხან-საბას, კოსტავას, ჟორდანიას ქუჩები, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია და აღნიშნული ქუჩების ჩიხები.
3 რასულ-ზადეს, უიარაღოს, ორბელიანის, ალგეთის, საბირის, მაისურაძის, ბაქოს, იაღლუჯის, შარიფოვის, ახუნდოვის, ნიზამის ქუჩები, სამრეწველო ზონის ტერიტორია და ქ. მარნეულში მდებარე სხვა ტერიტორიები
4 სოფლებში და დასახლებათა შორის არეალში
5 საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს)
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ისპანდიარ ქერიმოვი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ცენტრალური ზონა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და უძრავ–მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №4 2013 წლის 21 იანვარი ქ.მარნეული მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და უძრავ–მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​5 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის  №898  ბრძანებულების შესაბამისად,  მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს დანართი №1-ის მიხედვით. მუხლი 2🔗 მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს ქონების საბალანსო ღირებულების 10%–ით. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №7   დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავემარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეისპანდიარ ქერიმოვი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განაკვეთები № ცენტრალური ზონა საწყისი წლიური ქირა, 1 მ​2-ზე, ლარებში  1 შ.რუსთაველის, 26 მაისის, ნარიმანოვის, სამედ-ვურღუნის, აღმაშენებლის, სულხან-საბას, კოსტავას, ჟორდანიას ქუჩები, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია და აღნიშნული ქუჩების ჩიხები. 16,0 შუალედური ზონა  2 ბორჩალოელის, მაზნიაშვილის, ა.შაიგას, გამსახურდიას, კურბანოვის, ლაღიძის, ერეკლე II-ის, მუსხელიშვილის, ჩოლოყაშვილის, ჭავჭავაძის, ფიროსმანის, გუდიაშვილის, გიორგაძის, 20 იანვრის, ყარყარაშვილის, ვაჩნაძის, ქობულეთის, გასანოვის, ხალილოვის, პუშკინის, ჯავახიშვილის, გოგებაშვილის, ლესელიძის, 9 აპრილის, ბარათაშვილის, ბერიტაშვილის, ლეონიძის, ასლანოვის, ბაგრატიონის, ტაბიძის, ქიქოძის, ჯორჯაძის, წერეთლის, თაყაიშვილის, ომარ ხაიამის, საიათნოვას, გრიბოედოვის, ყაზბეგის, ბაღდადის, გრ.რობაქიძის, ლერმონტოვის, ვაჟა-ფშაველას, თბილისის ქუჩები და აღნიშნული ქუჩების ჩიხები. 12,0 პერიფერიული ზონა  3 რასულ-ზადეს, უიარაღოს, ორბელიანის, ალგეთის, საბირის, მაისურაძის, ბაქოს, იაღლუჯის, შარიფოვის, ახუნდოვის, ნიზამის ქუჩები, სამრეწველო ზონის ტერიტორია და ქ. მარნეულში მდებარე სხვა ტერიტორიები 9,0 4 სოფლებში და დასახლებათა შორის არეალში 4,0 5 საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) 15,0