საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევა ხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:
ა) სამეცნიერო კვლევა ხორციელდება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით;
ბ) სამეცნიერო კვლევა ხორციელდება სათანადო მეცნიერული მეთოდებით და სახსრებით, ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების მოთხოვნათა შესაბამისად;
გ) სამეცნიერო კვლევა არ უნდა უქმნიდეს გაუმართლებელ დაბრკოლებებს ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრულ ზღვით მართლზომიერ სარგებლობას;
დ) სამეცნიერო კვლევა ხორციელდება ყველა იმ წესის გათვალისწინებით, რომელიც ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად მიიღებ