უცხო ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უფლება აქვთ დაიწყონ სამეცნიერო კვლევის განხორციელება საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე საქართველოს შესაბამისი ორგანოებისთვის ამ კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების მომენტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, თუ 4 თვის განმავლობაში საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა არ შეატყობინეს უცხო ქვეყნებს ან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველო უარს ამბობს სამეცნიერო კვლევის განხორციელებაზე შემდეგი მოტივით:
ა) პროექტის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება;
ბ) ამ კანონის 50-ე და 51-ე მუხლების საფუძველზე ითხოვენ დამატებით ინფორმაციას სამეცნიერო კვლევის პირობების შესახებ;
გ) უცხო ქვეყანამ ან საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელსაც სურს საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის განხორციელება, ადრე განხორციელებული კვლევის დროს არ შეასრულა საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებებ