📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 24.01.2013
ძალის დაკარგვა 25.10.2013
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 370160000.35.162.016168
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 402 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.01.2013 მიღება
25.10.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია ქინქლაძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება  №8 2013 წლის 24 იანვარი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ფართობისათვის გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: CN=IMG x ITL x C x K, სადაც: ა) CN – არის 1 (ერთი) კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის ქ. ახმეტის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0, 3-ს; გ) IT L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს; დ) C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი ოდენობა უდრის 0, 24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 20-ს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: ა) ქალაქ ახმეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ​2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 1, 44 ლარით; ბ) მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ​2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ახმეტისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით – 0,432 ლარით; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ​2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ახმეტისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 25 %-ის ოდენობით – 0, 36 ლარით; დ) ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ​2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ახმეტისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით – 0, 72 ლარით. მოცემულ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფასი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №8 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 31/01/2012, 370160000.35.162.016096). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეზაქარია ქინქლაძე