ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.01.2013
ძალის დაკარგვა 27.01.2014
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.162.016169
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,020 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.01.2013 მიღება
27.01.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები
2 სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება ღირებულების 50%-ით
3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე)
4 უდედმამო ბავშვები (16 წლამდე ასაკის)
5 95 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება
6 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები
7 ა) სამამულო ომის ვეტერანების  სადღესასწაულო დახმარება
8 სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის სასურსათო პაკეტით დახმარება
9 ოჯახები, რომელთაც სტიქიური უბედურების (ხანძარი, ქარიშხალი, წყალდიდობა და ა. შ.) შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი ფართობის 50% ან მეტი
10 უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი
11 სასურსათო პაკეტი მაღალმთიანი რეგიონის (თუშეთი) მუდმივად მცხოვრებთათვის
12 აიპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო სასადილოს დაფინანსება
საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია ქინქლაძე საკრებულოს თავმჯდომარე
პროგრამის დასახელება
ერთ პირზე/ოჯახზე სულ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება  №9 2013 წლის 24 იანვარი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ    ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აუცილებელ ღონისძიებად მიიჩნევს მუნიციპალური სოციალური პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველი ჯგუფები მიიღებენ ფულად და სხვა სახის დახმარებას. პროგრამის განხორციელების მიზანია საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება.   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ და ,,ღ“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამა და მისი ბიუჯეტი“ (დანართი №1; დანართი №2). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2012 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის №2 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 17/01/2012, 190020020.35.162.016087). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საკრებულოს თავმჯდომარეზაქარია ქინქლაძე დანართი №1 ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის სახელწოდება წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა“. მუხლი 2🔗. პროგრამის განხორციელების ვადა პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 3🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 285100 (ორას ოთხმოცდახუთი ათას ასი) ლარს. მუხლი 4🔗. პროგრამის დაფინანსების წყარო პროგრამის დაფინანსება ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.  მუხლი 5🔗. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები ა) ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის  არა უმეტეს 80000;     ბ) ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება (2013 წლის 1 ივნისიდან - გარდა მშობიარობის ხარჯებისა);     გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები;     დ) უდედმამო ბავშვები;     ე) 95 წლის ასაკს გადაცილებული პირები;     ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები;     ზ) სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა;     თ) ხანძრით და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა ოჯახები;     ი) უპატრონო მიცვალებული;     კ) დიდი სამამულო ომის ვეტერანები;     ლ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მუდმივად მცხოვრები ოჯახები;    მ)  ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო სასადილოს დაფინანსება. მუხლი 6🔗. სოციალური დახმარების ოდენობა  ა) ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის – 100 ლარი (ერთჯერადად);    ბ) ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება (2013 წლის 1 ივნისიდან - გარდა მშობიარობისა) - ღირებულების 50 %, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა;    გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე) – 100 ლარი (სააღდგომო კალათი – 50 ლარი, საახალწლო კალათი – 50 ლარი);    დ) უდედმამო ბავშვები (16 წლამდე) – 200 ლარი (100 ლარი სასკოლო ნივთების შესაძენად, სააღდგომო და საახალწლო კალათებისათვის –  50-50 ლარი);    ე) 95 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება – 100 ლარი (ერთჯერადად);    ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები - 250 ლარი;    ზ) სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის სასურსათო პროდუქტებით დახმარება (საახალწლო სასურსათო პაკეტი) – 50 ლარი;    თ) ხანძრითა ან/და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა ოჯახი –  500 ლარი;    ი) უპატრონო მიცვალებული – 200 ლარი;    კ) დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯები:    კ.ა. 9 მაისის დღესასწაულისათვის – 204 ლარი;     კ.ბ. სარიტუალო ხარჯისათვის –  250 ლარი;    ლ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მცხოვრები ოჯახები – 100 ლარი (სასურსათო პაკეტები  საახალწლოდ და სააღდგომოდ –  50-50 ლარი);    მ) უფასო კვების ობიექტი – 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი (მისი დაფინანსება მოხდება ახმეტის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად). მუხლი 7🔗. სოციალური დახმარების გაცემის წესი 1. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური დახმარების კომისია.    2. სოციალური დახმარების კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.    3. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, თითოეული მუხლის მიხედვით, ერთჯერადად, ამ პროგრამის შესაბამისად.    4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენისას მოქალაქეს დახმარებას უწევს გამგეობის კულტურის, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალურ საკითხთა კომისია.    5. სოციალურად დაუცველი პირი ან ოჯახი, რომელიც სოციალური დახმარების მისაღებად, ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამის რომელიმე მუხლის მოთხოვნას, დახმარებას მიიღებს ყველა შესაბამისი მუხლის მიხედვით.   6. სტაციონარული მკურნალობის დაფინანსების (თანადაფინანსების), მოქალაქეთა ერთჯერადი სოციალური დახმარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური დახმარების კომისია.    7. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომსახურე ბანკში წარმოდგენილი სიის საფუძველზე ან მოქალაქის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე.    8. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა ჩაირიცხება ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან/და კანონიერ წარმომადგენელზე.    9. პირმა დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა. მუხლი 8🔗. პროგრამის განხორციელების შედეგი პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება:    ა) საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;    ბ) უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მუხლი 9🔗. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:    ა)ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები;    ბ) მუნიციპალიტეტის რწმუნებულები. მუხლი 10🔗. პროგრამის შეფასება განხორციელებული სოციალური პროგრამის ეფექტურობის დადგენის მიზნით 2013 წლის დეკემბერში ახმეტის მუნიციპალიტეტი არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩაატარებს პროგრამის შეფასებას. შეფასებისათვის ძირითადი განმსაზღვრელი იქნება შემდეგი კრიტერიუმები:    ა) სოციალური დახმარების სხვადასხვა ფორმით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით;    ბ) სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა;    გ) დახმარების მიღების პროცესის სიმარტივე და ვადები. დანართი №2 ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის ბიუჯეტი № პროგრამის დასახელება ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა სოციალური დახმარების მოცულობა (ლარებში) ერთ პირზე/ოჯახზე სულ 1 2 3 4 5 1 ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები 618 100 61800 2 სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება ღირებულების 50%-ით                    1000 3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე) 33 საახალწლოდ - 50              1650 სააღდგომოდ - 50              1650 სულ - 100 სულ - 3300 4 უდედმამო ბავშვები (16 წლამდე ასაკის) 14 საახალწლოდ -50 700   სააღდგომოდ -50 700 სულ - 100 სულ - 1400 5 95 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება 15 100 1500 6 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები 8 საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (26 მაისს) - 250 2000 7  ა) სამამულო ომის ვეტერანების  სადღესასწაულო დახმარება 25 9 მაისისთვის -204 5100  ბ) სამამულო ომის ვეტერანთა  სარიტუალო ხარჯები 20 გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის ფულადი დახმარება - 250 5000 8 სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის სასურსათო პაკეტით დახმარება 30 საახალწლოდ - 50 1500 9 ოჯახები, რომელთაც სტიქიური უბედურების (ხანძარი, ქარიშხალი, წყალდიდობა და ა. შ.) შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი ფართობის 50% ან მეტი 20 500 10000 10 უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი 5 200 1000 11 სასურსათო პაკეტი მაღალმთიანი რეგიონის (თუშეთი) მუდმივად მცხოვრებთათვის 25 საახალწლოდ - 50 1250 სააღდგომოდ - 50 1250 სულ - 100 სულ - 2500 12 აიპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო სასადილოს დაფინანსება 200 450 90000 სულ - 285.100