ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2014 წლის 20 იანვარი ქ. ახმეტა
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
ბ) ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლის ასაკამდე);
დ) უდედმამო ბავშვები (16 წლის ასაკამდე);
ე) 95 წლის ასაკს გადაცილებული პირები;
ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები;
ზ) მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახები;
თ) ახალშობილთა ოჯახები;
ი) ხანძრით და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა ოჯახები;
კ) უპატრონო მიცვალებული;
ლ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირები;
მ) დიდი სამამულო ომის ვეტერანები;
ნ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრები ოჯახები/პირები;
ო) ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო კვების ობიექტის დაფინანსება.
ბ) ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება - ღირებულების 50 %, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე) - 100 ლარი (საახალწლო კალათი - 50 ლარი, სააღდგომო კალათი - 50 ლარი);
დ) უდედმამო ბავშვები (16 წლამდე) - 100 ლარი (საახალწლო კალათი – 50 ლარი, სააღდგომო კალათი - 50 ლარი);
ე) 95 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება - 100 ლარი;
ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები - 250 ლარი;
ზ) მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის დახმარება - 100 ლარი;
თ) ახალშობილთა ოჯახის დახმარება - 50 ლარი;
ი) ხანძრით ან/და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება - არა უმეტეს 1000 ლარისა;
კ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი - 200 ლარი;
ლ) დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები:
ლ.ა. 9 მაისის დღესასწაულისათვის - 200 ლარი;
ლ.ბ. დაკრძალვის სარიტუალო ხარჯისათვის - 250 ლარი;
მ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მცხოვრები ოჯახები - 100 ლარი (სასურსათო პაკეტები საახალწლოდ და სააღდგომოდ - 50-50 ლარი);
ნ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა - 1500 ლარი;
ო) უფასო კვების ობიექტი - 112.500 (ასთორმეტი ათას ხუთასი) ლარი.
2. სოციალური დახმარების დროებითი კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
3. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემა თითოეული მუხლის მიხედვით ერთჯერადად ხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო საბუთების წარმოდგენისას მოქალაქეს საკონსულტაციო დახმარებას უწევს გამგეობის კულტურის, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს ამოწმებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალურ საკითხთა დროებითი კომისია.
5. ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები ერთჯერადია (ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში გაიცემა მხოლოდ ერთხელ), გარდა მე-6 მუხლის ,,ბ“, ,,ნ“ და ,,ო“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისა.
6. პირს (ოჯახს), რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამით გათვალისწინებული ორი ან მეტი სამიზნე ჯგუფისათვის დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს მიიღოს ყველა შესაბამისი სახეობის დახმარება.
7. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა გაიცემა კანონიერ წარმომადგენელზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე.
8. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯის გაცემა ხორციელდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელზე, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე.
9. პროგრამით გათვალისწინებული თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
ა) საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;
ბ) უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ა) ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები - მუნიციპალიტეტის რწმუნებულები.
ა) სოციალური დახმარების პროგრამით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით;
ბ) სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა;
გ) დახმარების გაცემის პროცესის სიმარტივე და ოპერატიულობა.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
დამტკიცდეს თანდართული ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამა“ (დანართი №1) და ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამის ბიუჯეტი“ (დანართი №2).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 იანვრის №9 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 29/01/2013, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.162.016169).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საკრებულოს თავმჯდომარედავით იმერლიშვილი
დანართი №1ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის სახელწოდება