ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2013 წლის 24 იანვარი ქ. ახმეტა |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ და ,,ღ“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
ბ) ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება (2013 წლის 1 ივნისიდან - გარდა მშობიარობის ხარჯებისა);
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები;
დ) უდედმამო ბავშვები;
ე) 95 წლის ასაკს გადაცილებული პირები;
ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები;
ზ) სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა;
თ) ხანძრით და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა ოჯახები;
ი) უპატრონო მიცვალებული;
კ) დიდი სამამულო ომის ვეტერანები;
ლ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მუდმივად მცხოვრები ოჯახები;
მ) ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო სასადილოს დაფინანსება.
ბ) ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება (2013 წლის 1 ივნისიდან - გარდა მშობიარობისა) - ღირებულების 50 %, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე) – 100 ლარი (სააღდგომო კალათი – 50 ლარი, საახალწლო კალათი – 50 ლარი);
დ) უდედმამო ბავშვები (16 წლამდე) – 200 ლარი (100 ლარი სასკოლო ნივთების შესაძენად, სააღდგომო და საახალწლო კალათებისათვის – 50-50 ლარი);
ე) 95 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება – 100 ლარი (ერთჯერადად);
ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები - 250 ლარი;
ზ) სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის სასურსათო პროდუქტებით დახმარება (საახალწლო სასურსათო პაკეტი) – 50 ლარი;
თ) ხანძრითა ან/და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა ოჯახი – 500 ლარი;
ი) უპატრონო მიცვალებული – 200 ლარი;
კ) დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯები:
კ.ა. 9 მაისის დღესასწაულისათვის – 204 ლარი;
კ.ბ. სარიტუალო ხარჯისათვის – 250 ლარი;
ლ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მცხოვრები ოჯახები – 100 ლარი (სასურსათო პაკეტები საახალწლოდ და სააღდგომოდ – 50-50 ლარი);
მ) უფასო კვების ობიექტი – 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი (მისი დაფინანსება მოხდება ახმეტის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად).
2. სოციალური დახმარების კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
3. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, თითოეული მუხლის მიხედვით, ერთჯერადად, ამ პროგრამის შესაბამისად.
4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენისას მოქალაქეს დახმარებას უწევს გამგეობის კულტურის, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალურ საკითხთა კომისია.
5. სოციალურად დაუცველი პირი ან ოჯახი, რომელიც სოციალური დახმარების მისაღებად, ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამის რომელიმე მუხლის მოთხოვნას, დახმარებას მიიღებს ყველა შესაბამისი მუხლის მიხედვით.
6. სტაციონარული მკურნალობის დაფინანსების (თანადაფინანსების), მოქალაქეთა ერთჯერადი სოციალური დახმარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური დახმარების კომისია.
7. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომსახურე ბანკში წარმოდგენილი სიის საფუძველზე ან მოქალაქის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
8. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა ჩაირიცხება ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან/და კანონიერ წარმომადგენელზე.
9. პირმა დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა.
ა) საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;
ბ) უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ა)ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები;
ბ) მუნიციპალიტეტის რწმუნებულები.
ა) სოციალური დახმარების სხვადასხვა ფორმით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით;
ბ) სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა;
გ) დახმარების მიღების პროცესის სიმარტივე და ვადები.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ და ,,ღ“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
დამტკიცდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამა და მისი ბიუჯეტი“ (დანართი №1; დანართი №2).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2012 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის №2 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 17/01/2012, 190020020.35.162.016087).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საკრებულოს თავმჯდომარეზაქარია ქინქლაძე
დანართი №1ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამა
მუხლი 1.🔗
პროგრამის სახელწოდებაწინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა“.
მუხლი 2.🔗
პროგრამის განხორციელების ვადაპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 3.🔗
პროგრამის ბიუჯეტიპროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 285100 (ორას ოთხმოცდახუთი ათას ასი) ლარს.
მუხლი 4.🔗
პროგრამის დაფინანსების წყაროპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.