დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის დროებითი შენობა-ნაგებობების და შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.01.2013 ძალადაკარგული 08.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
330130000.35.152.016108
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2013 წლის 23 იანვარი

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ
“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის “ჟ” ქვეპუნქტის, “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლებისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე  მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 
  დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესი (დანართი #1).

მუხლი 2
ძალადაკარგულად ჩაითვალოს “დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის #46  დადგენილება.
მუხლი 3
 
    ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი

                                 დანართი №1
 
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესი

მუხლი 1.  

1. „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (შემდგომში – მთავრობის დადგენილება)  65-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე და მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით, შესაძლებელია დუშეთის ტერიტორიაზე, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა დადგენილებით კონკრეტულ ტერიტორიაზე აკრძალული ან შეზღუდული არ არის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა.

2. თუ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა ხორციელდება ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, დამატებითი დოკუმენტაციის სახით სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრების სამუშაოებისა) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილ იქნეს:

ა) მიწის ნაკვეთის საკუთრების და არსებული საინჟინრო საკომუნიკაციო ნეგებობების მესაკუთრეთა ან ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა?;

ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.   

მუხლი 2
1.დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსებისათვის/მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვის აღება სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრების სამუშაოებისა) თუ განთავსება/მშენებლობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა მდებარეობს:

ა) საერთაშორისო დანიშნულების გზების ღერძულა ხაზიდან 50-მეტრიან ზონაში;

ბ) შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების გზების ღერძულა ხაზიდან 20 მეტრიან    ზონაში;

გ)  თუ ქალაქებსა და დაბებში ასაშენებელი შენობა-ნაგებობების ფასადი არის განთავსებული ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალო მომიჯნავედ (გარდა იმ შენობა-ნაგებობის, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან);

დ) დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 300 მეტრიან ზონაში;

ე) სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და “წყლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში.    

მუხლი 3
 
ამ წესის პირველი და მეორე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები და შეღავათები ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე.

მუხლი 4
 
 ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ

“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის “ჟ” ქვეპუნქტის, “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლებისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე  მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1🔗

  დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესი (დანართი #1).

მუხლი 2

ძალადაკარგულად ჩაითვალოს “დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის #46  დადგენილება.

მუხლი 3
    ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი

                                 დანართი №1

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესი

მუხლი 1. 1. „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (შემდგომში – მთავრობის დადგენილება)  65-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე და მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით, შესაძლებელია დუშეთის ტერიტორიაზე, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა დადგენილებით კონკრეტულ ტერიტორიაზე აკრძალული ან შეზღუდული არ არის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა.