განჩინება შპს „ბათოილის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1252
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე№2/1252

                

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2013წლი ს22 იანვარი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

    ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

:

 

     ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია №2/1252 სამოქალაქო საქმე შპს ,,ბათოილის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ.

    2012 წლის 25 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა მომრიგებელი საბჭოს წევრმა დოდო გვენეტაძემ წარმოადგინა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება და კრედიტორებისა და მოვალის ინტერესების თანაზომიერი დაცვის მიზნით შპს ,,ბათოილის’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა ითხოვა.

      №2/1252 სამოქალაქო საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადმოგზავნილ იქნა 2013 წლის 21 იანვარს.

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე   სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს შპს ,,ბათოილის’’კრედიტორთა კრება.

    სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

:

 

1.    მოწვეულ იქნეს შპს ,,ბათოილის’’კრედიტორთა კრება 201 3 წლის 3 1 იანვარს 13:30 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა.

2.    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).

3 .   განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ და მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge. შპს ,,ბათოილის’’ მეურვეს დაევალოს მოვალისა და კრედიტორთათვის კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებების ჩაბარება.

4 .   განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.:ქ. ქუთაისი,კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე                                       გენადი მაკარიძე