ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2013 წლის 29 იანვარი ქ. ლანჩხუთი |
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 დეკემბრის №34 დადგენილებისა და „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის №3 განკარგულების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის N10 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიგინეიშვილი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესიწინამდებარე წესი აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან „სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა დაფინანსების“ მუხლში გათვალისწინებული თანხებიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა დაფინანსებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სხვადასხვა პროგრამიდან თანხის გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს ღონისძიებათა დაფინანსების ძირითად მოთხოვნებს.თავი I
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამებიმუხლი 1.🔗
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამები1.
საჩუქრებისა და პრიზების შეძენის პროგრამა;2.
ახალგაზრდული ტურნირების მხარდაჭერის პროგრამა;3.
სპორტსმენთა მხარდაჭერის პროგრამა;4.
სხვადასხვა ღონისძიებებზე მოსწავლეთა და ახალგაზრდების ტრანსპორტირების პროგრამა;5.
ფილმების ჩვენებასთან დაკავშირებული მომსახურების პროგრამა;6.
სოც–კულტურული (გაუთვალისწინებელი და შემხვედრი) ღონისძიებების პროგრამა;7.
„ევროპის თასი ჭადრაკში – 2013“ ორგანიზებისა და საპრიზო ფონდის თანადაფინანსების პროგრამა.თავი II
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზება და ადმინისტრირება1.
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამიდან დაფინანსების მისაღებად დაინტერესებული პირი (კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორი ან სამსახური, ვის მიერაც ხდება სამიზნე ჯგუფის შერჩევა), წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს (საკრებულოს თავმჯდომარე), რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ღონისძიების დაფინანსების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.2.
კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორის განცხადებას საჩუქრებისა და პრიზების შეძენის თხოვნის შესახებ, თან უნდა ახლდეს ჩასატარებელი ღონისძიებების პროგრამა.3.
სამიზნე ჯგუფის შერჩევა და დაფინანსების მოთხოვნა პროგრამებიდან ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ (ან შუამდგომლობით).4.
შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამებიდან დაფინანსების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას ქრონოლოგიურად, სპეციალურ, დანომრილ, ბეჭედდასმულ და ზონარგაყრილ ჟურნალში.