დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-3/ნ |
|
2013 წლის 1 თებერვალი ქ. თბილისი |
,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-18 მუხლების, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 133-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლისა და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების მონიტორინგისა და ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველსაყოფად, დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ყველა სამართალსუბიექტს (სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ან პირველადი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების განმახორციელებელი დაწესებულება) „სასწრაფო შეტყობინების“ ფარგლებში უზრუნველყონ სიკვდილობის შესახებ ინფორმაციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მიწოდება, რომელიც უკავშირდება: |
ა)
დედის (ორსული, მშობიარე და მელოგინე მშობიარობიდან პირველი 42 დღის ჩათვლით) გარდაცვალების ყველა შემთხვევას; |
ბ)
მკვდრადშობადობის თითოეულ შემთხვევას; |
გ)
0-5 წლამდე ასაკის ბავშვის გარდაცვალების ყველა შემთხვევას. |
2.
ამ ბრძანების მიზნებისათვის „სასწრაფო შეტყობინება“ გულისხმობს: შემთხვევის დაფიქსირებიდან არა უგვიანეს ერთი საათის განმავლობაში ინფორმაციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მიწოდებას შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: 2-510039(1401), 2-510039(1402), 2-510039(1405), ხოლო მომდევნო 24 საათის განმავლობაში ინფორმაციის წერილობითი სახით დადასტურებას. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს გარდაცვლილის სახელს, გვარს, პირად ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასაკს, გარდაცვალების მიზეზს (წინასწარი დიაგნოზი), გარდაცვალების დროსა და ადგილს (მ.შ ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებაში, დაწესებულების დასახელების მითითებით) , სადაც დაფიქსირდა სიკვდილი. |
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.07.2013.
- როდის იქნა მიღებული „დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების შესახებ“?
- „დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების შესახებ“ მიღებულია 01.02.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-3/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470140000.22.035.016189.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.07.2013-დან.
- სად არის „დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.07.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების შესახებ“, №01-3/ნ, 01.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 470140000.22.035.016189 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1827929/