ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.02.2013 ძალადაკარგული 16.10.2020
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010320000.59.071.016007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (7 მუხლი)
 

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №1

2013 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
დამტკიცდეს „აუდიტის ჩატარების წესი”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი გვენეტაძე



ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესი

მუხლი 1. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის მიზანი, გავრცელების სფერო
1. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის მიზანია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის (შემდგომში - ,,ორგანიზაციის“) ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესების - ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ დადგენილ უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებთან თავსებადობის შეფასება გარე აუდიტის (შემდგომში - აუდიტის) საშუალებით, რის საფუძველზეც დგება დასკვნა, რომლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა.
2. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარება ხდება ,,ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით  იმ ორგანიზაციებში, რომლებიც ამავე  კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც  კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები.

მუხლი 2. აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირები
1. ორგანიზაციაში აუდიტის ჩატარების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ,,ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და  „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა და ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესის, ავტორიზაციის პროცედურებისა და ავტორიზაციის საფასურის“ დამტკიცების შესახებ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ბრძანების შესაბამისად სათანადო ავტორიზაციას გაივლიან  მონაცემთა გაცვლის სააგენტოში.
2. ,,ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება აქვს ასევე მონაცემთა გაცვლის სააგენტოს. 
3. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ ჩატარებული აუდიტის საფასური განისაზღვრება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

მუხლი 3. აუდიტის ჩატარების პრინციპები
1. აუდიტი უნდა ჩატარდეს ყოველწლიურად. მისი ჩატარების გადავადება  შესაძლებელია მხოლოდ მნიშვნელოვანი არგუმენტების არსებობის შემთხვევაში, ნახევარი წლით, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან შეთანხმების საფუძველზე.
2. აუდიტის ჩატარებისას გასათვალისწინებელია მთელი რიგი პრინციპების დაცვა:
ა) საქმის კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით შესრულება;
ბ) მიუკერძოებლობა;
გ) აუდიტის პროცესში მოსალოდნელი გავლენებისადმი სიმტკიცის გამოჩენა;
დ) სამართლიანობა: ზუსტი და ჭეშმარიტი ანგარიშგების ვალდებულება;
ე) აუდიტის ჩატარებისას სათანადო ყურადღება;
ვ) კონფიდენციალურობა: ინფორმაციის უსაფრთხოება;
ზ) დამოუკიდებლობა: აუდიტის მიუკერძოებლობისა და აუდიტის დასკვნების ობიექტურობის საფუძველი;
თ) მტკიცებულებებზე ორიენტირებული მიდგომა: აუდიტის სანდო და განმეორებადი დასკვნების მიღების გონივრული მეთოდი.

მუხლი 4. აუდიტის ანგარიში
1. ორგანიზაციამ აუდიტის ჩატერების შესახებ ანგარიში უნდა წარუდგინოს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს აუდიტის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
2. ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) აუდიტის მიზნები;
ბ) აუდიტის გავრცელების სფერო;
გ) აუდიტის გუნდის და აუდიტს დაქვემდებარებული ორგანიზაციის მონაწილეები;
დ) აუდიტის აქტივობების ჩატარების ადგილმდებარეობა, თარიღი და დრო;
ე) აუდიტის კრიტერიუმები;
ვ) აუდიტის აღმოჩენები და მათთან  დაკავშირებული მტკიცებულებები;
ზ) აუდიტის დასკვნები;
თ) აუდიტის კრიტერიუმების შესრულების მდგომარეობა.
3. აუდიტის ანგარიში უნდა იყოს დათარიღებული, განხილული და დამტკიცებული.

მუხლი 5. აუდიტის შემდგომი ქმედებები
1. აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, აუდიტის დასკვნები შესაძლოა მიუთითებდეს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემაში გარკვეულ შესწორებებზე, მაკორექტირებელ, პრევენციულ ან გაუმჯობესების აქტივობებზე. 
2. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემაში ცვლილებების და სამოქმედო გეგმის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაცია. 
3. თუ აუდიტის ჩატარების შედეგად გამოვლინდა ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, ორგანიზაცია იკვლევს შეუსაბამობის მიზეზებს  და, საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრავს და ახორციელებს სათანადო გამოსასწორებელ ღონისძიებებს, რომელთა გრაფიკსაც წარუდგენს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.10.2020.
როდის იქნა მიღებული „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“?
„ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 04.02.2013. მიმღები ორგანო — მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.59.071.016007.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 16.10.2020-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.10.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, №1, 04.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320000.59.071.016007 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1831488/