,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებად – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად რეორგანიზაციისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის 58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
450140000.32.057.016119
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №2

2013 წლის 25 იანვარი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებად – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად რეორგანიზაციისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტო­ნო­მიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სა­ხელმ­წიფო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებად – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად რეორგა­ნიზა­ცი­ი­სა და დებულების დამტ­კი­ცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რო­ბის 2004 წლის 5 ოქტომბრის №58 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რო­ბის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელე­ვი­ზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის დებუ­ლებაში (გაზეთი ,,აჭარა“ №196-197, 09.10.04, გვ 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის მოსამსახურეთა რიცხოვნობა განი­საზ­ღვ­როს 40 (ორმოცი) საშტატო და, საჭიროებისამებრ, არა უმეტეს 200 (ორასი) შტატგარეშე ერთეულის ფარგლებში.“;

ბ) დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედა­ქ­ციით:

„1. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარ­ტა­მენ­ტი) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) საქ­ვეუწ­ყებო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალ, სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპზე დამყარებულ ტელერადიომაუწყებლობას საზოგადოებისათვის საინტერესო სფეროებში.“;

გ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, პროდიუსინგს, ხელს უწყობს სატე­ლევი­ზიო და რადიო პროექტების სრულფასოვან წარმოებას, ტექნიკურ აღჭურვას, ტელევიზიისა და რადიოს პროგრამული ბადის სრულყოფას, უზრუნველყოფს სარედაქციო დამოუ­კიდებ­ლობას;“;

დ) დებულების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დეპარტამენტის თავმჯდო­მა­რესთან ერთად განსაზღვრავს ტელევიზიისა და რადიოს პროგრამულ პრიორიტეტებს, მონაწილეობს პროდიუსინგის წარმართვაში, ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფ­ლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას.

4.  დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ახორციელებს ზედამხედველობას დეპარ­ტა­მენ­ტის მუშაკთა საქმიანობაზე ტექნიკის ექსპლუატაციის დარგში, განსაზღვრავს სატელევიზიო და რადიოსიგნალის გავრცელების საშუალებებს, წყვეტს ტექნიკური აღჭურ­ვის საკითხებს, ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯ­დომარის პირველი მოადგილის მიერ დეპარტა­მენ­ტის თავმჯდომარის მოვალეობის შეს­რულების შეუძლებლობისას ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას.“;

ე) დებულების მე-4 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. დეპარტამენტის ხელმძღვანელობას (თავმჯდომარე და მოადგილეები) უფლება არა აქვს ჩაერიოს მოქმედი სატელევიზიო და რადიოპროექტების სარედაქციო საქმიანობაში.“;

ვ) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ტელევიზია;

ბ) რადიო;

გ) საფინანსო სამსახური;

დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 17 თებერვლიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე