„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №7 |
|
2023 წლის 1 აგვისტო ქ. ბათუმი |
ა) დებულების მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) წარმართოს საკადრო საკითხები, უზრუნველყოს დეპარტამენტის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასება და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარება;“;
ბ) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საერთაშორისო მარკეტინგისა და ტურიზმის სტიმულირების სამსახური;“;
გ) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“;
დ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საერთაშორისო მარკეტინგისა და ტურიზმის სტიმულირების სამსახური:“;
ე) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ზ“, „ა.თ“, „ა.ი“, „ა.კ“ და „ა.ლ“ ქვეპუნქტები:
„ა.ზ) ხელს უწყობს სხვადასხვა უცხოელი სპეციალისტისა და ექსპერტის მოწვევას ქვეყნის გასაცნობად. შემდგომში, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით;
ა.თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაწილეობას უცხოეთსა და ადგილობრივ ბაზარზე მოწყობილ გამოფენებში, ბაზრობებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში;
ა.ი) ხელს უწყობს დეპარტამენტის საერთაშორისო პარტნიორების მოძიებას და მათთან კომუნიკაციის დამყარებას;
ა.კ) ხელს უწყობს დეპარტამენტის მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებში, ღონისძიებებსა და აქტივობებში;
ა.ლ) ამყარებს კომუნიკაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებსა და სხვა უწყებებთან შემდგომი თანამშრომლობის მიზნით ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.“;
ვ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ე“ ქვექვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.ე) ახორციელებს დეპარტამენტის პროფესიულ საჯარო მოხელეთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებასა და რეგისტრაციას, დეპარტამენტის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასებას და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას;“;
ზ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
თ.ა) უზრუნველყოფს შიდა ტურიზმის სტიმულირების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას;
თ.ბ) ახდენს სამსახურის საქმიანობის ფარგლებში, საქართველოში არსებული მედიის წარმომადგენლების, ბლოგერების, ტურ-ოპერატორების, ფოტოგრაფების, ექსპერტების, ტურიზმის სფეროს სხვადასხვა მიმართულებისა და ტურიზმის მასტიმულირებელი სხვა დარგების წარმომადგენლებისათვის სარეკლამო, გაცნობითი და მოგზაურობის მასტიმულირებელი ტურების მოწყობას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
თ.გ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით არსებული და ახალი ტურისტული ადგილებისა და პროდუქტების განვითარების, რეკლამირებისა და მოგზაურობის სტიმულირების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას;
თ.დ) ახდენს შიდა ტურისტული ნაკადის გაზრდისა და მოგზაურობის სტიმულირების მიზნით, ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში, სხვადასხვა ტიპის ღონისძიების დაგეგმვასა (კულტურული, სპორტული ღონისძიებები, ფესტივალები და სხვა) და განხორციელებას;
თ.ე) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით არსებული და ახალი ტურისტული ადგილებისა და პროდუქტის განვითარებისა და მათი ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას;
თ.ვ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურისტული ადგილებისა და აქტივობების პოპულარიზაციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებში თანამონაწილეობას (სახალხო დღესასწაულები, ფესტივალები და სხვა);
თ.ზ) მონაწილეობს შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით საჭირო კვლევების ჩასატარებლად ტექნიკური დავალების მომზადებაში;
თ.თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმიანობის წარმოჩენას, საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, მისი იმიჯის ფორმირებასა და დაცვას, ასევე, საზო-გადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას დეპარტამენტის საქმიანობის, მიღწევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.08.2023.
- როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.08.2023. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.32.057.016378.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.08.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №7, 01.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 010240030.32.057.016378 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5884979/