„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-224
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.016718
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-224

2022 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ :


მუხლი 1

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, ს/კ 360160000.22.023.016151) შეტანილი იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში;

ბ) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

გ) გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

დ) საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების კონტროლი;

ე) პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი;

ვ) მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების ან თბური ტუმბოების მომსახურე პირების მიერ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი;

ზ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიებით (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან  წიაღით სარგებლობის ლიცენზიისა), ასევე გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით) განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;

თ) საქართველოს მიერ გარემოს დაცვის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლის განხორციელება მისი კომპეტენციის ფარგლებში;

ი) გარემოს დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილებების შესაბამისად;

კ) კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგის წარმოება, მათ შორის, რეგულირების ობიექტის მონაცემთა ბაზის შექმნა, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან  წიაღით სარგებლობის ლიცენზიისა), გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით) დადგენილი პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა;

ლ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის დაგეგმვა;

მ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის მეთოდური  და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება;

ნ) საზოგადოების ინფორმირება დეპარტამენტის საქმიანობის თაობაზე.“

2. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „გ“  და  „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) რეგულირების ობიექტების ინსპექტირების პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს სინჯების/ნიმუშების აღება/დალუქვა, შესაბამისი გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება ან/და ამ მიზნით მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, გამოწეროს საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება, განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსათვის მიყენებული ზიანი, მოახდინოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართალდარღვევის შესახებ ოქმთან ერთად ან შესაბამისი სარჩელის სასამართლოში წარდგენა, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა;“

ა.ბ) „ვ“  და  „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დასვას საკითხი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან  წიაღით სარგებლობის ლიცენზიისა), გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების) გაუქმების თაობაზე;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დარღვევის აღმოფხვრის  მიზნით გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე მიმართოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიისა) გამცემს;“

ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) სამინისტროსთან შეთანხმებით, დაადგინოს გონივრული ვადები გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით) განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის, აგრეთვე დაადგინოს ის პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის.“

ბ) 11 და 12 პუნქტები ამოღებული იქნეს.
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) სამრეწველო ემისიებისა და ნარჩენების კონტროლის სამსახური;“

4. 72 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 72. დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახური

1. დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ამოცანებია:

ა) ბიომრავალფეროვნების სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (მათ შორის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის და თევზჭერის ლიცენზიის, აკვაკულტურის ნებართვის, ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების პირობების შესრულების კონტროლი, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობით, მისი ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობის, მათი ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის, ასევე, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში და მერქნული და არამერქნული რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლი);

ბ) ბიომრავალფეროვნების სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიის/ნებართვის მფლობელების მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშების განხილვა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ტყითსარგებლობის, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, არამერქნული სახეობის მცენარეებით, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით, მერქნული მცენარეთა პროდუქტებით უკანონოდ სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);

 ზ) კომპეტენციის ფარგლებში სინჯების/ნიმუშების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება;

თ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

2. დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ცხოველთა სამყაროს კონტროლის განყოფილების ამოცანებია:

ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში;

ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის/საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და შესაბამისი დადგენილების გამოტანა;

ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტების უკანონოდ მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);

ვ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიებით/ნებართვებით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ცხოველთა სამყაროს დაცვის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლი;

თ) ცხოველთა სამყაროს დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტების პრევენცია, გამოვლენა, აღკვეთა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სინჯების/ნიმუშების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება;

კ) ცხოველთა სამყაროს ინდივიდების უკანონო დატყვევების ან მათი რეალიზაციის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში შესატანი შესაბამისი ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;

მ) შესაბამისი მართვის გეგმების პროექტების განხილვა და  წინადადებების/შენიშვნების მომზადება, ასევე საჯარო განხილვებში მონაწილეობის მიღება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში დარღვევათა აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავება, წარდგენა და შესრულების კონტროლი;

ო) კომპეტენციის ფარგლებში „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობით, მისი ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობის, მათი ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში გარეულ ცხოველთა რეგულირების წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი;

ჟ) საველე და კამერალური სამუშაოების შესრულება;

რ) შემოწმების პროცესში მოპოვებული და ასევე სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის კამერალური დამუშავება;

ს) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;

უ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, მათ შორის, ინსპექტირების პროცესში;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ყ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და სამსახურის ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ტყის რესურსების კონტროლის განყოფილების ამოცანებია:

ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ტყის რესურსებით სარგებლობის სფეროში;

ბ) ტყის რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის/საჯარიმო ქვითარის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და შესაბამისი დადგენილების გამოტანა;

ე) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების, ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და  ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების პირობების შესრულებაზე კონტროლი;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის განხილვა;

ზ) ტყის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში შესატანი შესაბამისი ცვლილებებისა და წინადადებების პროექტების მომზადება;

ი) ტყითსარგებლობის გეგმების პროექტების კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში დარღვევათა აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავება, წარდგენა და შესრულების კონტროლი;

ლ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი;

მ) კომპეტენციის ფარგლებში სინჯების/ნიმუშების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ო) საველე და კამერალური სამუშაოების შესრულება;

პ) შემოწმების პროცესში მოპოვებული და ასევე სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის კამერალური დამუშავება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი სახერხი საამქროების კონტროლი;

ს) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;

უ) მერქნულ და არამერქნულ რესურსებზე უკანონოდ ქმედებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);

ფ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ტყის რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, მათ შორის, ინსპექტირების პროცესში;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ყ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და სამსახურის ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კონტროლის განყოფილების ამოცანებია:

ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში;

ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის/საჯარიმო ქვითარის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და შესაბამისი დადგენილების გამოტანა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში დარღვევათა აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავება, წარდგენა და შესრულების კონტროლი;

ვ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სინჯების/ნიმუშების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება;

თ) საველე და კამერალური სამუშაოების შესრულება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;

ლ) შემოწმების პროცესში მოპოვებული და ასევე სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის კამერალური დამუშავება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში შესატანი შესაბამისი ცვლილებებისა და წინადადებების პროექტების მომზადება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, მათ შორის, ინსპექტირების პროცესში;

პ) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ჟ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და სამსახურის ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“

5. 73 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 73. დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახური

1. დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ამოცანებია:

ა) გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;

ბ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით) განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლის პროცესში მონაწილეობის მიღება;

გ)  წიაღით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

დ) ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის (ნიადაგის) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ე) ნარჩენების (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა) მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ვ) გარემოს დაბინძურებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);

ზ) საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების კონტროლი;

თ) პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი;

ი) მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების ან თბური ტუმბოების მომსახურე პირების მიერ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი;

კ) კომპეტენციის ფარგლებში სინჯების/ნიმუშების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება;

ლ) სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

ნ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.

2. დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ინტეგრირებული კონტროლის განყოფილების ამოცანებია:

ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში (გარდა ბიომრავალფეროვნების სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისა) ინსპექტირების განხორციელება;

ბ) გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;

გ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით) განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლის პროცესში მონაწილეობის მიღება;

დ) მიწის (ნიადაგის) დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ე) მიწის (ნიადაგის) დაბინძურებით/დეგრადაციით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);

ვ) წიაღით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ზ) წიაღით უკანონო სარგებლობისას გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);

თ) საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ი) პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

კ) მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების ან თბური ტუმბოების მომსახურე პირების მიერ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი;

ლ) სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეკულტივაციის პროექტების განხილვა და წინადადებების/შენიშვნების მომზადება;

მ) სამინისტროს მიერ შეთანხმებული რეკულტივაციის პროექტით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების კონტროლი;

ნ) გარემოს ნარჩენებით (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა) დაბინძურების  ფაქტების პრევენცია, გამოვლენა, აღკვეთა;

ო) ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);

პ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ჟ)  წყლის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

რ) წყლის დაბინძურების შემთხვევაში გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);

ს) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის/საჯარიმო ქვითარის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

უ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და შესაბამისი დადგენილების გამოტანა;

ფ) საველე და კამერალური სამუშაოების შესრულება;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში სინჯების/ნიმუშების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება;

ღ) ინსპექტირების პროცესში მოპოვებული და ასევე სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის კამერალური დამუშავება;

ყ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების/ვალდებულებების  შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

შ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

ჩ) კომპეტენციის ფარგლებში დარღვევათა აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავება, წარდგენა და შესრულების კონტროლი;

ც) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში შესატანი შესაბამისი ცვლილებებისა და წინადადებების პროექტების მომზადება;

ძ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;

წ) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, მათ შორის, ინსპექტირების პროცესში;

ჭ) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ხ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და სამსახურის ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ექსპრეს-ლაბორატორიის განყოფილების ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში სინჯების/ნიმუშების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება;

ბ) ლაბორატორიული კვლევების ჩატარება (მათ შორის: წყლისა და ატმოსფერული ჰაერის ნიმუშების ქიმიური, ფიზიკური და  ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების ექსპრეს-მეთოდებით განსაზღვრა; ნიადაგის ნიმუშების ექსპრეს-მეთოდით კვლევა, მათ შორის, ნიმუშებში ნავთობის ნახშირწყალბადების ექსპრეს-მეთოდით განსაზღვრა);

გ) საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების კონტროლი;

დ) პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი;

ე) ატმოსფერულ ჰაერში ხმაურის დონის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);

ვ) ელექტრო-მაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის გაზომვა და საჭიროების შემთხვევაში გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ინსპექტირების განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;

ი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის/საჯარიმო ქვითარის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

კ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და შესაბამისი დადგენილების გამოტანა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების/ვალდებულებების  შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

მ) საველე და კამერალური სამუშაოების შესრულება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში დარღვევათა აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავება, წარდგენა და შესრულების კონტროლი;

ო) ინსპექტირების პროცესში მოპოვებული და ასევე სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის კამერალური დამუშავება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში შესატანი შესაბამისი ცვლილებებისა და წინადადებების პროექტების მომზადება;

რ) მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ს) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, მათ შორის, ინსპექტირების პროცესში;

ტ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და სამსახურის ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“

6. 77 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 78 მუხლი:

მუხლი 78. დეპარტამენტის სამრეწველო ემისიებისა და ნარჩენების კონტროლის სამსახური

1. დეპარტამენტის სამრეწველო ემისიებისა და ნარჩენების კონტროლის სამსახურის ამოცანებია:

ა) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით) განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;

ბ) გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ინსპექტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;

გ) ნარჩენების (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა) მართვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

დ) საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერებებით ან ქიმიური ნარევებით გარემოს დაბინძურების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ე) ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის (ნიადაგის) დაბინძურებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სინჯების/ნიმუშების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება;

ზ) გარემოს დაბინძურებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);

თ) სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

კ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.

2. დეპარტამენტის სამრეწველო ემისიებისა და ნარჩენების კონტროლის სამსახურის სამრეწველო ემისიების კონტროლის განყოფილების ამოცანებია:

ა) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით) განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;

ბ) გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ინსპექტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;

გ) ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის (ნიადაგის) დაბინძურებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

დ) ინსპექტირების პროცესში კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ე) საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერებებით ან ქიმიური ნარევებით გარემოს დაბინძურების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების/ვალდებულებების  შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, მათ შორის, ინსპექტირების პროცესში;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის/საჯარიმო ქვითარის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და შესაბამისი დადგენილების გამოტანა;

კ) გარემოს დაბინძურებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);

ლ) საველე და კამერალური სამუშაოების შესრულება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში სინჯების/ნიმუშების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება;

ნ) ინსპექტირების პროცესში მოპოვებული და ასევე სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის კამერალური დამუშავება;

ო) მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

პ) სამინისტროსთან შეთანხმებით გონივრული ვადების დადგენა გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით) განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის, აგრეთვე იმ პირობების დადგენა, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში დარღვევათა აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავება, წარდგენა და შესრულების კონტროლი;

რ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში შესატანი შესაბამისი ცვლილებებისა და წინადადებების პროექტების მომზადება;

უ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და სამსახურის ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. დეპარტამენტის სამრეწველო ემისიებისა და ნარჩენების კონტროლის სამსახურის ნარჩენების კონტროლის განყოფილების ამოცანებია:

ა) ნარჩენების, მათ შორის, სპეციფიკური ნარჩენების (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა), მართვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით) განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;

გ) გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ინსპექტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;

დ) ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის (ნიადაგის) დაბინძურებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ე) ინსპექტირების პროცესში კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის/საჯარიმო ქვითარის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ზ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და შესაბამისი დადგენილების გამოტანა;

თ) გარემოს დაბინძურებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);

ი) კომპეტენციის ფარგლებში სინჯების/ნიმუშების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება;

კ) სამინისტროსთან შეთანხმებით გონივრული ვადების დადგენა გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით) განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის, აგრეთვე იმ პირობების დადგენა, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში დარღვევათა აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავება, წარდგენა და შესრულების კონტროლი;

მ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;

ნ) საველე და კამერალური სამუშაოების შესრულება;

ო) ინსპექტირების პროცესში მოპოვებული და ასევე სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის კამერალური დამუშავება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების/ვალდებულებების  შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში შესატანი შესაბამისი ცვლილებებისა და წინადადებების პროექტების მომზადება;

ს) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, მათ შორის, ინსპექტირების პროცესში;

უ) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ფ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და სამსახურის ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი აპრილიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია