შპს „ეროვნული რეესტრისთვის“ ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№58
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №58

2013 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს „ეროვნული რეესტრისთვის“ ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 5 2-ე მუხლის „ბ“ პუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -13 მუხლის „ა“ პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №33/01 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის შეწყვეტის წესი ს“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. გაიცეს შპს „ეროვნულ რეესტრზე“ განუსაზღვრელი ვადით ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის ლიცენზია.

2. შპს „ეროვნულ რეესტრზე“ სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე და ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის თაობაზე შეტანილ იქნ ე ს ეროვნული ბანკის სალიცენზიო რეესტრში.

3. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის :. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ვიცე -პრეზიდენტი                        ოთარ ნადარაია