აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2013 წლის 7 თებერვალი ქ. აბაშა |
დ ა ა დ გ ი ნ ა:
|
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა
და ინვესტიციების ხელშეწყობის სამსახურის დებულება
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მისი თავმჯდომარისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. აბაშა, ტ. დარასელიას ქ. №1ю
ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების, პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მონიტორინგს;
ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მიზნით წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
დ) წინადადებების მომზადებას ინვესტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრას და თვითმმართველ ერთეულში ინვესტიციების ხელშეწყობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შედგენას და მათი განხორციელების ზედამხედველობას;
ზ) მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებასю
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურში მომუშავე მოხელეებს შორის;
გ) ახორციელებს საერთო კონტროლს და ზედამხედველობას სამსახურის მოხელეების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე, მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების ფარგლებში;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების, მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შვებულების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელის (მოხელეებისაგან).
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებითა და შინაგანაწესით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად“.
ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ე) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.
3. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს მიერ, გამგებლის წარდგინების საფუძველზე.