მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.04.1999
ძალის დაკარგვა 26.07.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1888
სარეგისტრაციო კოდი 330.010.000.05.001.000.513
გამოქვეყნების წყარო სსმ, 13(20), 01/05/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე საქართველოს კანონი 18.07.2006
დოკუმენტის ტექსტი
მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:21.3pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:LitMtavrPS; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:21.3pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:49.65pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-49.65pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 46.35pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი
მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. კანონის გამოყენების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებით გათვალისწინებული, აგრეთვე სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების (დაფინანსების წყაროსა და საკუთრების ფორმის მიუხედავად) მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების, განხილვისა და დამტკიცების სამართლებრივ ნორმებსა და წესებს.
მუხლი 2🔗. კანონის მიზნები
ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს:
ა) არქიტექტურულ-გეგმარებით და ქალაქთმშენებლობით საპროექტო გადაწყვეტათა დონის ამაღლება;
ბ) მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების დანერგვა დაპროექტებასა და მშენებლობაში;
გ) ადამიანთა ჯანმრთელობისათვის უვნებელი საცხოვრებელი გარემოს შექმნის პროცესის თანმიმდევრული სრულყოფა და ბუნებრივი გარემოს დაცვის ღონისძიებათა განხორციელება.
მუხლი 3🔗. ტერმინების განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მშენებლობის პროექტები – წინასაპროექტო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;
ბ) წინასაპროექტო დოკუმენტაცია – საპროექტო მოსაზრება (სქემა), ტექნიკურ-ეკონომიკური გაანგარიშება (ტეგ-ი), ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება (ტედ-ი), ბიზნეს-გეგმა;
გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია – ობიექტის აშენების მიზნით, შეთანხმებული პროექტის საფუძველზე, დადგენილი მოცულობით მომზადებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია;
დ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია – ტერიტორიულ-სივრცითი და ფუნქციური ორგანიზაციის მიზნით, დადგენილი წესით დამტკიცებული რაიონული დაგეგმარების სქემები და პროექტები, ქალაქებისა და სხვა დასახლებების გენერალური სქემები და გეგმები, განვითარების ქალაქთმშენებლობითი პროგრამები;
ე) მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზა – მშენებლობის პროექტების შესწავლა-შეფასება ექსპერტთა ან სპეციალიზებულ ორგანიზაციათა მიერ და სათანადო დასკვნის გაცემა;
ვ) მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ტექნოლოგიური ექსპერტიზა – მშენებლობის პროექტების ტექნოლოგიური ნაწილის შესწავლა-შეფასება;
ზ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, რომლის პროცესშიც განისაზღვრება გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების მასშტაბი და ხარისხი;
თ) მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზა – მშენებლობის პროექტების შესწავლა-შეფასება მთლიანად;
ი) ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსი – ქვეყნის ტერიტორიული განვითარების სქემები, დასახლებული პუნქტების გენერალური გეგმები, საწარმოო, სამეურნეო და სხვა ფუნქციური ზონების ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია, სამშენებლო ნორმები, წესები და სტანდარტები;
კ) დამკვეთი – სამთავრობო დაწესებულება, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, იურიდიული ან ფიზიკური პირი, ინვესტორი, რომელსაც ხელშეკრულების საფუძველზე უშუალო ურთიერთობა აქვს ობიექტის დამპროექტებელ, მენარდე მშენებელ და სხვა ორგანიზაციებთან;
ლ) მენარდე – იურიდიული ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ატარებს საპროექტო-საძიებო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს, აწარმოებს სამშენებლო ნაკეთობებსა და კონსტრუქციებს და რომელსაც დადგენილი წესით მიღებული აქვს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზია.
თავი II
სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანოები
მუხლი 4🔗. სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანოები
1. სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანოებია:
ა) კომპლექსური ექსპერტიზის განხორციელებისათვის – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველო; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამმართველოები;
ბ) ტექნოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისათვის – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ექსპერტიზის ორგანო;
გ) ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისათვის – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ექსპერტიზის ორგანო.
2. სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო ექსპერტიზის ფუნქცია და დანიშნულება
1. სახელმწიფო ექსპერტიზის ფუნქციაა შეამოწმოს და დაადგინოს მშენებლობის პროექტების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, მშენებლობისათვის დამტკიცებულ კონცეფციებსა და სახელმწიფო პროგრამებთან, სამშენებლო ნორმებსა და წესებთან.
2. სახელმწიფო ექსპერტიზის დანიშნულებაა მშენებლობის პროექტების ხარისხის ამაღლება და ისეთი ობიექტების მშენებლობაზე უარის თქმა, რომელთა აგება და ექსპლუატაცია არ შეესაბამება სახელმწიფო ნორმებსა და წესებს ან ლახავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს.
მუხლი 6🔗. სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანოთა მუშაობის ორგანიზაცია
1. სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანოთა მუშაობის საერთო დარგობრივ კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო, რომელიც უწევს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას და აწარმოებს მათი საქმიანობის შერჩევით კონტროლს.
2. სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანოთა მუშაობის ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტებია ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსი, რომლებსაც ამტკიცებს (გამოსცემს) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი და რომლებიც სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის ყველა მონაწილისათვის (ინვესტორი, დამკვეთი, ობიექტის დამპროექტებელი ორგანიზაცია, მენარდე მშენებელი ორგანიზაცია).
3. სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები პროექტის ღირებულების შემადგენელი ნაწილია და მათ ხელშეკრულების საფუძველზე აანაზღაურებს დამკვეთი.
მუხლი 7🔗. სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანოს უფლებები
სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანოს უფლება აქვს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს დადებითი დასკვნა, მოითხოვოს წარდგენილი მშენებლობის პროექტის გადამუშავება, ხოლო ობიექტის მშენებლობის მიუღებლობის შემთხვევაში უარი თქვას მის მშენებლობაზე წარდგენილი პროექტის მიხედვით ან საერთოდ;
ბ) დამკვეთს, რომელიც მას ექსპერტიზისათვის წარუდგენს მშენებლობის პროექტს, მოსთხოვოს დამატებითი ანგარიშები მიღებულ საპროექტო გადაწყვეტათა დასადასტურებლად;
გ) ექსპერტიზის ჩასატარებლად ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს საჭირო დარგის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი (მათ შორის, უცხოელი) სპეციალისტები, სპეციალიზებული სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ორგანიზაციები, უმაღლესი სასწავლებლები.
თავი III
სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარების ძირითადი პრინციპები და მშენებლობის პროექტის დამტკიცება
მუხლი 8🔗. ექსპერტიზა
1. საქართველოს სახელმწიფო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებით გათვალისწინებული, აგრეთვე სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების (დაფინანსების წყაროსა და საკუთრების ფორმის მიუხედავად) მშენებლობის პროექტები ექვემდებარება სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას, რომლის ჩატარების ფარგლებსა და წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. იმ მშენებლობის პროექტების ექსპერტიზას, რომლებიც სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას არ ექვემდებარება, ატარებენ დამოუკიდებელი საექსპერტო ორგანიზაციები, ნებაყოფლობით საწყისებზე, დამკვეთის განაცხადის შესაბამისად, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗. სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზა
1. სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების სამუშაოთა საერთო დარგობრივ კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო.
2. სახელმწიფო ტექნოლოგიური ექსპერტიზა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის შემადგენელი ნაწილია. მათ ატარებენ შესაბამისი საექსპერტო ორგანოები, კომპლექსური ექსპერტიზის ორგანოს დაკვეთით.
მუხლი 10🔗. სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანოს კრებსითი დასკვნა
1. სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული მშენებლობის პროექტების დამტკიცებისათვის საჭირო დოკუმენტის გასაცემად უნდა შედგეს სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანოს კრებსითი დასკვნა, რომელიც წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე ყველა ორგანიზაციისათვის. ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ამ დასკვნის მოთხოვნები და შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ მშენებლობის პროექტში ან გადაამუშაონ პროექტი დასკვნის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანოს კრებსით დასკვნაში მოცემულ საკითხებზე სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხებს განიხილავს სასამართლო.
მუხლი 11🔗. მშენებლობის პროექტის დანიშნულება
მშენებლობის დადგენილი წესით დამტკიცებული პროექტი წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებისათვის.
მუხლი 12🔗. მშენებლობის პროექტის დამტკიცება
1. მშენებლობის პროექტს ამტკიცებს დამკვეთი სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანოს დადებითი დასკვნის საფუძველზე. ამასთან, ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ობიექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 1 მილიონ ლარს აღემატება, საჭიროა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს თანხმობა.
2. ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია მტკიცდება დასაგეგმარებელი ტერიტორიების ფართობისა და ამ ტერიტორიებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით.
თავი IV
მშენებლობის პროექტის ხარისხზე პასუხისმგებლობა
მუხლი 13🔗. მშენებლობის პროექტის შედგენის, ექსპერტიზის ჩატარების, განხილვისა და დამტკიცების მონაწილეთა პასუხისმგებლობა
მშენებლობის პროექტის შედგენის, ექსპერტიზის ჩატარების, განხილვისა და დამტკიცების ყველა მონაწილე (ფიზიკური და იურიდიული პირი) შესაბამისად პასუხს აგებს მის მიერ შედგენილი, დადებითად შეფასებული და დამტკიცებული პროექტის ხარისხსა და დასაბუთებულობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 14🔗. მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
ამ კანონის გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში:
ა) საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცოს მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების ფარგლები და წესი, ასაშენებელი ობიექტების საკუთრების ფორმის, დაფინანსების წყაროს და ღირებულების მიხედვით;
ბ) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრმა:
ბ.ა. დაამტკიცოს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდებარება სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას მშენებლობის ღირებულების მიუხედავად (ობიექტების მნიშვნელობის, ფუნქციური დანიშნულების, განლაგებისა და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით);
ბ.ბ. დაადგინოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების წესი, აგრეთვე იმ ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების წესი, რომლებიც არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას;
ბ.გ. ამ კანონს შეუსაბამოს მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების, განხილვისა და დამტკიცების თაობაზე მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები.
მუხლი 15🔗. კანონის ამოქმედება და ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 2 თვის შემდეგ.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კაპიტალური მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საინვესტიციო დოკუმენტების სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 30 მაისის №364 ბრძანებულება.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 16 აპრილი.
№1888-IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 – სსმI, №17, 12.05.2000წ., მუხ.41
19. ძალადაკარგულია – საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3478 – სსმI, №29, 26.07.2006წ., მუხ.232