„მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 4 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (3)
- იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო კომპლ 12.02.2001
- იმ ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ ექვემდებარება სახელმწი 13.02.2001
- მშენებლობის პროექტების კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების ნორმებისა და წესების შესახებ 10.08.2001
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე
მუხლი 1
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 47).
მუხლი 2
საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება 2007 წლიდან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების პროექტების სერტიფიკაციის სისტემის დანერგვის მიზნით.
მუხლი 3
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლებისა და წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 21 ნოემბრის №626 ბრძანებულება;
ბ) „იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას მიუხედავად მშენებლობის ღირებულებისა, დაფინანსების წყაროსა და საკუთრების ფორმისა და კუთვნილებისა, მათი მნიშვნელობის, ფუნქციური დანიშნულების, განლაგებისა და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №4 ბრძანება;
გ) „იმ ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 13 თებერვლის №5 ბრძანება;
დ) „მშენებლობის პროექტების კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების ნორმებისა და წესების შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 10 აგვისტოს №52 ბრძანება.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში:
ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში სათანადო ცვლილებების შეტანა;
ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა დაამტკიცოს „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესი“.
3. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზა განხორციელდეს და დასრულდეს „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 18 ივლისი.
№3478–რს