|
|
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
|
|
2013 წლის 9 თებერვალი
ქ. გორი
|
გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
1.
დადგინდეს გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
2.
დამტკიცდეს ქ. გორის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).
4.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
| საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | | ზურაბ როსებაშვილი |
|
გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1.
ქ. გორში სახელმწიფო და გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში _ მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. გორის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების (ქვეზონების) მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG X ITL X C X K, სადაც:
ა)
CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ)
IMG არის ქ. გორის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,65-ს;
გ)
ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
გ.ა)
ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის – 1,5-ს;
გ.ბ)
ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის – 1,3-ს;
გ.გ)
ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის – 1,1-ს;
გ.დ)
შუალედური ზონისათვის – 1-ს;
გ.ე)
პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის – 0,8-ს;
გ.ვ)
პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის – 0,7-ს;
გ.ზ)
პერიფერიული ზონის III ქვეზონისათვის – 0,6-ს;
დ)
C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე)
K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში (ქვეზონაში) უდრის 50-ს.
2.
პირველი პუნქტის მიხედვით ქ. გორში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
|
ზონა (ქვეზონა)
|
IMG
|
ITL
|
C
|
K
|
CN (ლარი)
|
|
ცენტრალური ზონა
|
|
I ქვეზონა
|
0,65
|
1,5
|
0,24
|
50
|
11,7
|
|
II ქვეზონა
|
0,65
|
1,3
|
0,24
|
50
|
10,14
|
|
III ქვეზონა
|
0,65
|
1,1
|
0,24
|
50
|
8,58
|
|
შუალედური ზონა
|
|
-
|
0,65
|
1
|
0,24
|
50
|
7,8
|
|
პერიფერიული ზონა
|
|
I ქვეზონა
|
0,65
|
0,8
|
0,24
|
50
|
6,24
|
|
II ქვეზონა
|
0,65
|
0,7
|
0,24
|
50
|
5,46
|
|
III ქვეზონა
|
0,65
|
0,6
|
0,24
|
50
|
4,68
|
|
3.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. გორის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი განისაზღვროს 3,9 ლარით.
4.
დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. გორის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი განისაზღვროს 1,95 ლარით.
|
ქვეზონები
|
ქ. გორის ზონების (ქვეზონების) აღწერა
|
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL
|
|
ცენტრალური ზონა
|
|
1
|
ბაგრატიონის ქუჩა–ანტონოვის ქუჩიდან კოსტავას ქუჩამდე; კოსტავას ქუჩა –ბაგრატიონის ქუჩიდან სტალინის ქუჩამდე; სტალინის გამზირი– კოსტავას ქუჩიდან ქუთაისის ქუჩამდე; ქუთაისის ქუჩა–სტალინის ქუჩიდან გმირების (ყოფილი კუტუზოვის) ქუჩამდე; სტალინის გამზირი–გმირების (ყოფილი კუტუზოვის) ქუჩიდან კირიონ II -ის ქუჩამდე; კირიონ II-ის ქუჩა – სტალინის ქუჩიდან ლომოურის ქუჩამდე; ლომოურის ქუჩა–კირიონ II-ის ქუჩიდან ამილახვრის ხიდამდე; მდ. მეჯუდა–ამილახვრის ხიდიდან მდ. მეჯუდის და მდ. ლიახვის სანაპირო კომბინატის ხიდამდე; კომბინატის ხიდი–ახალბაღის ჩრდილოეთ კედლის გავლით ჭავჭავაძის და გურამიშვილის ქუჩების გადაკვეთამდე; გურამიშვილის ქუჩა–ჭავჭავაძის ქუჩიდან ამილახვრის ქუჩამდე; ამილახვრის ქუჩა–გურამიშვილის ქუჩიდან ანტონოვის ქუჩამდე; ანტონოვის ქუჩა–ამილახვრის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე.
|
1,5
|
|
2
|
ა) გურამიშვილის ქუჩა – ამილახვრის ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩამდე; თამარ მეფის ქუჩა–გურამიშვილის ქუჩიდან დ.აღმაშენებლის ქუჩამდე; დ. აღმაშენებლის ქუჩა–თამარ მეფის ქუჩიდან ანტონოვის ქუჩამდე; ანტონოვის ქუჩა–აღმაშენებლის ქუჩიდან ამილახვრის ქუჩამდე; ამილახვრის ქუჩა–ანტონოვის ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩამდე;
ბ) ბაგრატიონის ქუჩა– კოსტავას ქუჩიდან ჭანტურიას ქუჩამდე; ჭანტურიას და კახნიაშვილის ქუჩები–ბაგრატიონის ქუჩიდან გმირების (ყოფილი კუტუზოვის) ქუჩამდე; გმირების (ყოფილი კუტუზოვის) ქუჩა– კახნიაშვილის ქუჩიდან კირიონ II-ის ქუჩამდე; კირიონ II-ის ქუჩა– სტალინის ქუჩიდან ლომოურის ქუჩამდე; ლომოურის ქუჩა– კირიონ II-ის ქუჩიდან ამილახვრის ხიდამდე; მდ. მეჯუდის სანაპირო–ამილახვრის ხიდიდან ქუთაისის ქუჩამდე; ქუთაისის ქუჩა–მდ. მეჯუდის სანაპიროდან სტალინის ქუჩამდე; სტალინის ქუჩა–ქუთაისის ქუჩიდან კოსტავას ქუჩამდე; კოსტავას ქუჩა–სტალინის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე.
|
1,3
|
|
3
|
ა) აღმაშენებლის ქუჩა –ანტონოვის ქუჩიდან ჭანტურიას ქუჩამდე; ჭანტურიას ქუჩა – აღმაშენებლის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე; ბაგრატიონის ქუჩა – ჭანტურიას ქუჩიდან ანტონოვის ქუჩამდე; ანტონოვის ქუჩა–ბაგრატიონის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე.
ბ) კახნიაშვილის ქუჩა–გმირების (ყოფილი კუტუზოვის) ქუჩიდან მდ. მეჯუდამდე; მდ. მეჯუდის სანაპირო –კახნიაშვილის ქუჩიდან ქუთაისის ქუჩამდე; ქუთაისის ქუჩა–მდ. მეჯუდის სანაპიროდან გმირების (ყოფილი კუტუზოვის) ქუჩამდე; გმირების (ყოფილი კუტუზოვის) ქუჩა–ქუთაისის ქუჩიდან კახნიაშვილის ქუჩამდე;
გ) გურამიშვილის ქუჩა– ჭავჭავაძის ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩამდე; თამარ მეფის ქუჩა– გურამიშვილის ქუჩიდან წითელარმიელების ქუჩამდე; წითელარმიელების ქუჩა– თამარ მეფის ქუჩიდან მდ. მტკვრის ჩრდილოეთ სანაპირომდე; მდ. მტკვრის ჩრდილოეთ სანაპირო– წითელ არმიელების ქუჩიდან მდ. მტკვრის და მდ. ლიახვის შესართავამდე; მდ. ლიახვის აღმოსავლეთ სანაპირო–მდ. მტკვრისა და მდ. ლიახვის შესართავიდან მდ. ლიახვის ხიდამდე; შემდეგ საზღვარი მიუყვება კულტურისა და დასვენების პარკის ჩრდილოეთ საზღვარს გურამიშვილის ქუჩამდე;
|
1,1
|
|
შუალედური ზონა
|
|
-
|
სამგორის ქუჩა-ჩუბინიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე; ჭავჭავაძის ქუჩა-სამგორის ქუჩიდან გორკის ქუჩამდე; გორკის ქუჩა-ჭავჭავაძის ქუჩიდან შაუმიანის ქუჩამდე; შაუმიანის ქუჩა -გორკის ქუჩიდან სამხედრო ნაწილის დასავლეთ ღობის კედლამდე; სამხედრო ნაწილის დასავლეთ ღობის კედელი-შაუმიანის ქუჩიდან №1 ავტროსატრანსპორტო საწარმოს სამხრეთ კედლამდე; ავტროსატრანსპორტო საწარმოს სამხრეთ კედელი-სამხედრო ნაწილის დასავლეთ კედლიდან სუხიშვილის ქუჩამდე; სუხიშვილის ქუჩა–№1 ავტოსატრანსპორტო საწარმოს სამხრეთ კედლიდან სუხიშვილის და მეჯვრისხევის ქუჩების გადაკვეთამდე; მეჯვრისხევის ქუჩა-სუხიშვილის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩამდე; ნინოშვილის ქუჩა-მეჯვრისხევის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე; პუშკინის ქუჩა-ნინოშვილის ქუჩიდან მდ. მეჯუდამდე; მდ. მეჯუდის და კოშკას სანაპირო-პუშკინის ხიდიდან მეტეოსადგურის შენობამდე, რომელიც შემდეგ მიემართება და გადადის ცხინვალის გზატკეცილზე; ცხინვალის გზატკეცილი-სოფტექნიკის შესასვლელიდან ალექსანდრე ჯავახიშვილის ქუჩამდე; ალ. ჯავახიშვილის ქუჩა-ცხინვალის გზატკეცილიდან მდ. ლიახვის გადაკვეთით გრიბოედოვის ქუჩის გავლით მოსკოვის ქუჩამდე; მოსკოვის ქუჩა-გრიბოედოვის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩამდე; ჭონქაძის ქუჩა-მოსკოვის ქუჩიდან მდ. მტკვრის გადაკვეთით გორიჯვრის ქუჩის გავლით კეცხოველის ქუჩამდე; კეცხოველის ქუჩა- გორიჯვრის ქუჩიდან გაბაშვილის ქუჩამდე; გაბაშვილის ქუჩა-კეცხოველის ქუჩიდან მდ. მტკვრის და ჭალის გავლით სამგორის ქუჩამდე.
|
1
|
|
პერიფერიული ზონა
|
|
1
|
ა) სუხიშვილის ქუჩა–მეჯვრისხევის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე; მელიქიშვილის ქუჩა–სუხიშვილის ქუჩიდან მდ.მეჯუდამდე; მდ. მეჯუდის სანაპირო–მელიქიშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე; პუშკინის ქუჩა–მდ.მეჯუდის ხიდიდან ნინოშვილის ქუჩამდე; ნინოშვილის ქუჩა– პუშკინის ქუჩიდან მეჯვრისხევის ქუჩამდე; მეჯვრისხევის ქუჩა– ნინოშვილის ქუჩიდან სუხიშვილის ქუჩამდე;
ბ) ცხინვალის გზატკეცილი –ტყვიავის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე; ჯავახიშვილის ქუჩა– ცხინვალის გზატკეცილიდან მდ. ლიახვის გადაკვეთით გრიბოედოვის ქუჩის გავლით მოსკოვის ქუჩამდე; მოსკოვის ქუჩა–გრიბოედოვის ქუჩიდან თარხნიშვილის ქუჩამდე; თარხნიშვილის ქუჩა – მოსკოვის ქუჩიდან კვეთს მდ. ლიახვს ტყვიავის ქუჩამდე; ტყვიავის ქუჩა–მდ. ლიახვის ნაპირიდან ცხინვალის გზატკეცილამდე.
გ) გაბაშვილის ქუჩა– კეცხოველის ქუჩიდან მარაბდელის ქუჩამდე; მარაბდელის ქუჩა– გაბაშვილის ქუჩიდან სამადაშვილის ქუჩამდე; სამადაშვილის ქუჩა– მარაბდელის ქუჩიდან ნავთსადენის ქუჩამდე; ნავთსადენის ქუჩა– სამადაშვილის ქუჩიდან კეცხოველის ჩიხამდე; კეცხოველის ქუჩა– კეცხოველის ჩიხიდან გაბაშვილის ქუჩამდე;
დ) სამგორის ქუჩა–ჩუბინიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე; ჭავჭავაძის ქუჩა–სამგორის ქუჩიდან გორკის ქუჩამდე; გორკის ქუჩა–ჭავჭავაძის ქუჩიდან შაუმიანის ქუჩამდე; შაუმიანის ქუჩა–გორკის ქუჩიდან პეტრიაშვილის ქუჩამდე; პეტრიაშვილის ქუჩა–შაუმიანის ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩამდე; თამარ მეფის ქუჩა–პეეტრიაშვილის ქუჩიდან სამგორის ქუჩამდე; ამ ზონაში შევიდეს თამარ მეფის ქუჩის IV კვარტალის ტერიტორია.
|
0,8
|
|
2
|
ა) ცხინვალის გზატკეცილი–სოფტექნიკის შესასვლელიდან ლტოლვილთა ჩასახლების სამხრეთ საზღვრამდე; ლტოლვილთა ჩასახლების სამხრეთ საზღვარი–ცხინვალის გზატკეცილიდან მდ. მეჯუდამდე; მდ. მეჯუდა–ლტოლვილთა ჩასახლების სამხრეთ საზღვიდან თოიძის ქუჩამდე; შემდეგ საზღვარი მოემართება თოიძის ქუჩის გავლით ავტოტექმომსახურების ჩრდილოეთ კედლამდე; ავტოტექმომსახურების ჩრდილოეთ კედელი–სუხიშვილის ქუჩიდან ყოფილი სამხედრო ნაწილში შესასვლელ გრუნტიან გზამდე; შემდეგ საზღვარი მიემართება ყოფილი სამხედრო ნაწილში შესასვლელი გრუნტიანი გზის გავლით №1 ავტოსატრანსპორტო საწარმოს სამხრეთ კედლამდე; №1 ავტოსატრანსპორტო საწარმოს სამხრეთ კედელი–სუხიშვილის ქუჩამდე; სუხიშვილის ქუჩა–№1 ავტოსატრანსპორტო საწარმოს სამხრეთ კედლიდან მელიქიშვილის ქუჩამდე; მელიქიშვილის ქუჩა–სუხიშვილის ქუჩიდან მდ. მეჯუდამდე; მდ. მეჯუდა–მელიქიშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩის გადაკვეთამდე; საზღვარი მიემართება მდ. მეჯუდისა და მდ. კოშკას კალაპოტის გასწვრივ ყოფილი მეტეოსადგურის შენობამდე; მელიქიშვილის საპროექტო ქუჩა–ყოფილი მეტეოსადგურიდან სუხიშვილის ქუჩამდე;
ბ) ცხინვალის გზატკეცილი–სოფტექნიკის შესასვლელიდან ტყვიავის ქუჩამდე; ტყვიავის ქუჩა–ცხინვალის გზატკეცილიდან მდ. ლიახვის გადაკვეთით თარხნიშვილის ქუჩის გავლით მოსკოვის ქუჩამდე; მოსკოვის ქუჩა–თარხნიშვილის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩამდე; ჭონქაძის ქუჩა–მოსკოვის ქუჩიდან მდ. მტკვრამდე; მდ. მტკვრის ჩრდილოეთ სანაპირო–ჭონქაძის ქუჩიდან გორი–ცხინვალის რკინიგზამდე; გორი–ცხინვალის რკინიგზის ხაზი მდ. მტკვრიდან გორგასლის ქუჩის გადაკვეთამდე; გორგასლის ქუჩა– გორი–ცხინვალის რკინიგზიდან სვერდლოვის ქუჩამდე; სვერდლოვის ქუჩა-გორგასლის ქუჩიდან შინდისის გზატკეცილამდე; შინდისის გზატკეცილი-სვერდლოვის ქუჩის გადაკვეთიდან უსინათლოთა საზოგადოების საწარმომდე, შემდეგ საზღვარი გადაკვეთს მდინარე ლიახვის კალაპოტს და მიემართება გვერდწითელის ქუჩამდე; გვერდწითელის ქუჩა-მდინარე ლიახვის კალაპოტიდან სოფლტექნიკის სამხრეთის კედლის გავლით ცხინვალის გზატკეცილამდე;
გ) შაუმიანის ქუჩა– პეტრიაშვილის ქუჩიდან რაზმაძის ქუჩამდე; რაზმაძის ქუჩა– შაუმიანის ქუჩიდან თარ მეფის ქუჩამდე; თამარ მეფის ქუჩა–რაზმაძის ქუჩიდან პურკომბინატის აღმოსავლეთ კედლამდე; შემდეგ საზღვარი მიემართება პურკომბინატის აღმოსავლეთი კედლის გავლით მდ. მტკვრის გადაკვეთით კავსაძის ქუჩის გავლით კეცხოველის ქუჩამდე; კეცხოველის ქუჩა–კავსაძის ქუჩიდან ფურცელაძის ქუჩამდე; ფურცელაძის ქუჩა–კეცხოველის ქუჩიდან გაბაშვილის ქუჩამდე; გაბაშვილის ქუჩა– მიჩურინის ქუჩის გავლით მარაბდელის ქუჩამდე: მარაბდელის ქუჩა–მიჩურინის ქუჩიდან გაბაშვილის ქუჩამდე; გაბაშვილის ქუჩა– რკინიგზისა და მდ. მტკვრის გადაკვეთით ჩუბინიშვილის ქუჩამდე; ჩუბუნიშვილის ქუჩა– სამგორის ქუჩის გადაკვეთიდან თამარ მეფის მეოთხე კვარტალის აღმოსავლეთ საზღვრამდე; შემდეგ საზღვარი მიჰყვება თამარ მეფის მეოთხე კვარტალის აღმოსავლეთ საზღვარს თამარ მეფის ქუჩამდე; თამარ მეფის ქუჩა–პეტრიაშვილის ქუჩამდე; პეტრიაშვილის ქუჩა–თამარ მეფის ქუჩიდან შაუმიანის ქუჩამდე.
|
0,7
|
|
3
|
ამ ცხრილში აღნიშნული საზღვრების გარდა დარჩენილი ქალაქის ტერიტორია.
|
0,6
|
|