სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №25 |
|
2013 წლის 7 თებერვალი ქ. თბილისი |
|
2. პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პრინციპები და ნორმები.
ა) პროგრამით გათვალისწინებული თანხის წარმართვა სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებათა დასაფინანსებლად (ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტები, კეთილმოწყობის, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები და სხვა);
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა უშუალოდ მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად;
გ) მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთკავშირის გაძლიერება;
დ) თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის (შემდგომში – რწმუნებული) უფლებამოსილებათა ეფექტიანად განხორციელება.
2. შესაძლებელია პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.
ა) არა უმეტეს 50-სულიანი სოფლისათვის – 2 000 ლარი;
ბ) 51-დან 200-სულამდე სოფლისათვის – 4 000 ლარი;
გ) 201-დან 400-სულამდე სოფლისათვის – 5 000 ლარი;
დ) 401-დან 1 000-სულამდე სოფლისათვის – 8 000 ლარი;
ე) 1 000-ზე მეტსულიანი სოფლისათვის – 12 000 ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განაწილების შემდეგ, პროგრამით გათვალისწინებული თანხის ნაშთი სოფლებისათვის ნაწილდება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მაჩვენებლის მიხედვით. აღნიშნული მაჩვენებელი იანგარიშება სოფლის მოსახლეობის რაოდენობისა და 12,572422 კოეფიციენტის ნამრავლით.
ა) განსახორციელებელი პროგრამის (პროგრამების) დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი უნდა აისახებოდეს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობაზე;
ბ) პროგრამის ფარგლებში შესყიდული სამუშაო, საქონელი ან მომსახურება უნდა აუმჯობესებდეს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობის მატერიალურ, ყოფით, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას;
გ) სამუშაოთა შესასრულებლად მაქსიმალურად უნდა დასაქმდეს შესაბამისი სოფლის (ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სოფლების) მოსახლეობა.
2. საერთო ინტერესების გათვალისწინებით დასაშვებია რამდენიმე სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გაერთიანება ამ სოფლების საერთო პრობლემის (მაგალითად, სასმელი ან სარწყავი წყლის სისტემები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სამედიცინო პუნქტი და სხვა) გადასაწყვეტად.
პროგრამით გათვალისწინებული თანხის გამოყოფის პროცედურა
2. სამინისტრო, პროგრამის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ახორციელებს თითოეული სოფლისათვის გამოსაყოფი თანხის გაანგარიშებას და შესაბამის ინფორმაციას აწვდის მუნიციპალიტეტებს.
3. კონკრეტული სოფლისათვის გამოსაყოფი თანხის ოდენობის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებას, რწმუნებულების მეშვეობით ახორციელებს მუნიციპალიტეტი.
4. კონკრეტულ სოფელთან მიმართებაში თანხის მიზნობრიობა დგინდება პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მხოლოდ მოსახლეობასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.
5. რწმუნებული ორგანიზებას უწევს სოფლის კრების გამართვას, აწყობს საჯარო განხილვას და კრების მონაწილეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სოფლისათვის გამოსაყოფი თანხის ოდენობის გათვალისწინებით, ადგენს პროგრამით სოფლისათვის გამოსაყოფი თანხის გამოყენების მიზნობრიობას, რაც აისახება სოფლის მოსახლეობის კრების ოქმში.
6. კრების ოქმს რწმუნებული წარუდგენს შესაბამის მუნიციპალიტეტს.
7. მუნიციპალიტეტი, სოფლების მიხედვით შესაბამისი პროექტებისა და თითოეულ პროექტზე საორიენტაციო თანხის მითითებით, ამზადებს ჯამურ ინფორმაციას, რომელსაც წარუდგენს სამინისტროს.
8. სამინისტრო, მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, ამზადებს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს, რომელშიც აისახება მუნიციპალიტეტებისა და მასში შემავალი სოფლების მიხედვით განსახორციელებელი პროექტების დასახელება, თანხის რაოდენობა და თვითმმართველი ერთეული, რომლის ბიუჯეტშიც ირიცხება პროგრამით გათვალისწინებული თანხა.
9. სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ, განკარგულების პროექტს განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
2. თანხის მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს პროექტების განსახორციელებლად სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროცედურების შესაბამისად.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №23 დადგენილება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა