1. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე არ განიხილავს საჩივარს, თუ საჩივარი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილმა პირმა შეიტანა, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

2. აღსრულების ეროვნული ბიურო დაუბრუნებს აპლიკანტს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას, თუ განცხადება 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილმა პირმა შეიტანა, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3383 - ვებგვერდი,  31.03.2015