„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3383-IIს
სარეგისტრაციო კოდი
070000000.05.001.017677
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1414 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კერძო აღმასრულებლის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“.

2. 183 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოვალის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხის სასამართლოს მიერ განხილვისას – საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე;“.

4. 916 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1133 მუხლი:

„მუხლი 1133. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

1. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე არ განიხილავს საჩივარს, თუ საჩივარი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილმა პირმა შეიტანა, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

2. აღსრულების ეროვნული ბიურო დაუბრუნებს აპლიკანტს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას, თუ განცხადება 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილმა პირმა შეიტანა, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 მარტი 2015 წ.

N3383-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (5 მუხლი)

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.03.2015.
როდის იქნა მიღებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3383-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 070000000.05.001.017677.
რამდენი მუხლისგან შედგება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.03.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3383-IIს, 20.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 070000000.05.001.017677 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2787621/