სს „სვუპის” 75%-ზე მეტი მფლობელი აქციონერის სს ”სმარტექსის” გადაწყვეტილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
| სს „სვუპის” 75%-ზე მეტი მფლობელი აქციონერის სს „სმარტექსის” გადაწყვეტილება № 14
| |
| 2013 წლის 8 თებერვალი ქ. თბილისი | |
|
| |
| სს „სმარტექსმა” (საიდენტიფიკაციო კოდი 202455850 ) (შემდგომში „სმარტექსი” ), წარმოდგენილი მისი დირექტორის გიორგი მელიქიძის სახით, როგორც სს „სვუპის” (შემდგომში „სვუპი” ან „კომპანია“) (საიდენტიფიკაციო კოდი 404871750) აქციების 75%-ზე მეტის მფლობელმა აქციონერმა, „მეწარმეთა შესახებ ” საქართველოს კანონის 54.11 მუხლის შესაბამისად , მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:
| |
| 1. გამოშვებულ იქნეს 95,342 ერთეული ჩვეულებრივი აქცია, თითოეული 0.6083 (ნული მთელი ექვსი ათას ოთხმოცდასამი მეათიათასედი) ლარის ნომინალური ღირებულებით (შემდგომში „ახალი აქციები“) და აღნიშნული აქციები გადანაწილდეს შემდეგნაირად: a) „სმარტექსს“ გადაეცეს 78,904 ცალი „ახალი აქცია“ მის მიერ შპს „ფრიშოპ.ჯი“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 404387356) (შემდგომში „ფრიშოპ.ჯი“) 87% წილის „კომპანიის“ კაპიტალში შეტანის სანაცვლოდ; b) კონსტანტინე კუბლაშვილს (პირადი ნომერი № 41001015617) გადაეცეს 16,438 ცალი „ახალი აქცია“ მის მიერ შპს „ფრიშოპ.ჯი“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 404387356) 13% წილის „კომპანიის“ კაპიტალში შეტანის სანაცვლოდ. 2. გაუქმდეს „კომპანიის“ აქციონერების – გიორგი ჯიბლაძის, თეა კობახიძის, გურამ კაკუშაძის, გიორგი გოგუაძის და შპს „სვუპ კონსალტინგის“ უპირატესი შესყიდვის უფლება „ახალი აქციების“ შესყიდვასთან დაკავშირებით . 3. სათანადოდ აისახოს „სვუპის“ აქციონერთა რეესტრში „კომპანიის“ „ახალი აქციების“ გამოშვების შედეგად აქციონერთა წილობრივ მონაწილეობაში მომხდარი ცვლილება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: a) სს „სმარტექსი“ – 79.11% (869,123 ცალი აქცია); b) შპს „სვუპ კონსალტინგი“ – 7.10% (78,055 ცალი აქცია); c) თეა კობახიძე – 3.07% (33,753 ცალი აქცია); d) გიორგი ჯიბლაძე – 3.07% (33,753 ცალი აქცია); e) გურამ კაკუშაძე – 3.07% (33,753 ცალი აქცია); f) გიორგი გოგუაძე – 3.07% (33,753 ცალი აქცია); და g) კონსტანტინე კუბლაშვილი–1,50% (16,438 ცალი აქცია). „სმარტექსის“ და კონსტანტინე კუბლაშვილის მიერ „ახალი აქციების“ სანაცვლოდ „ფრიშოპ.ჯი“-ში მათი კუთვნილი წილების „კომპანიის“ კაპიტალში შეტანის შემდგომ, „კომპანია“ გახდეს „ფრიშოპ.ჯი“-ს 100% წილის მფლობელი პარტნიორი .
5. მიენიჭოს უფლებამოსილება „სვუპის” დირექტორს, თეონა კუტალაძეს , შეასრულოს ზემოთ მიღებული გადაწყვეტილებები, ხელი მოაწეროს ამ გადაწყვეტილებების შესასრულებლად საჭირო ყველა დოკუმენტს და მოახდინოს შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია კომპანიის აქციონერთა რეესტრში. | |
|
| |
| ხელმოწერილია 2013 წლის 8 თებერვალს
| |
| სს „სმარტექსის” გიორგი მელიქიძე
დირექტორი
|
|