სს „თელიანი ველის“ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება |
ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „თელიანი ველისის“ ჩვეულებრივი აქციების და, შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „თელიანი ველის“ წესდების 7.1.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
დღის წესრიგი:
1. სს „თელიანი ველის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილების დამტკიცების შესახებ;
2. უფლებამოსილების მინიჭების შესახებ;
3. ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ.
„აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
1. დამტკიცდეს „საზოგადოების“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის – დავით მაცაბერიძის (პ/ნ: 01019001597) დაკავებული თანამდებობიდან გადადგომა და მის ნაცვლად, სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე დაინიშნოს ბ-ნ შოთა ხობელია (პ/ნ: 01026006647, მცხოვრები: საქართველო, ქალაქი თბილისი, ვიქტორ დოლიძის ქუჩა, კორპუსი 26, ბინა 31).
2. მიენიჭოს უფლებამოსილება სს „თელიანი ველის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და გენერალურ დირექტორს, რათა მათ, ერთობლივად და/ან ცალ-ცალკე, „საზოგადოების“ სახელით ბ-ნ შოთა ხობელიასთან გააფორმონ შესაბამისი სასამსახურო ხელშეკრულება, განსაზღვრონ ხელშეკრულების ნებისმიერი და ყველა ძირითადი პირობა, ანაზღაურების პირობის ჩათვლით, ხელი მოაწერონ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა დოკუმენტაციას და, ასევე, შეასრულონ ამასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოქმედება.
3. მიენიჭოს უფლებამოსილება მარიამ თითბერიძეს (პ/ნ: 01017042743), რათა მან, ერთპიროვნულად უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ცვლილების კანონით დადგენილი წესით გაფორმება/რეგისტრაცია, ასევე ხელი მოაწეროს ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტს, მათ შორის და არა მხოლოდ სარეგისტრაციო განაცხადებს და სხვა დოკუმენტებს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და შეასრულოს ამასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოქმედება.
„აქციონერის“ სახელით:
სს „საქართველოს კაპიტალის“
გენერალური დირექტორის მოადგილე ავთანდილ ნამიჩეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „თელიანი ველის“ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება“?
- დიახ, განცხადება „სს „თელიანი ველის“ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „სს „თელიანი ველის“ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება“?
- „სს „თელიანი ველის“ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება“ მიღებულია 12.12.2018. მიმღები ორგანო — სს „თელიანი ველი“. დოკუმენტის ნომერი — №18/64.
- სად არის „სს „თელიანი ველის“ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სს „თელიანი ველის“ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება“, №18/64, 12.12.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4408570/