სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“
ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება
ორი ათას თვრამეტი წლის ოცდაშვიდ თებერვალს სს „საქართველოს ბანკის“ (ს/კ: 204378869) (შემდგომში – „საზოგადოება“) აქციონერის - სს „ბიჯეო ჯგუფის“ (ს/კ: 405103034) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის მოადგილის ავთანდილ ნამიჩეიშვილის სახით (რწმუნებულება, გაცემული 2015 წლის 01 ივნისს სს „ბიჯეო ჯგუფის“ გენერალური დირექტორის ი. გილაურის მიერ, დამოწმებული ნოტარიუს ი. შარვაძის მიერ, რეესტრში რეგისტრაციის №150561560), მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე.
ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების და, შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 7.1.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
დღის წესრიგი:
1. „საზოგადოების“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილების დამტკიცების შესახებ;
2. ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ.
დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
1. დამტკიცდეს სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის და შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ირაკლი გილაურის (პ/ნ: 01024005565) გადადგომა;
2. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობიდან ირაკლი გილაურის გადადგომა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და ამ მიზნით ნინო დუნდუას (პ/ნ: 42001038929) და მარიამ თითბერიძეს (პ/ნ: 01017042743) მიენიჭოთ სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რათა მათ, ერთობლივად ან ცალ-ცალკე, უზრუნველყონ საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში ზემოაღნიშნულ ცვლილებების რეგისტრაცია და აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა სახის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მათ შორის წინამდებარე გადაწყვეტილების) წარდგენა და ყველა სხვა საჭირო მოქმედების განხორციელება.
გენერალური დირექტორის მოადგილე ავთანდილ ნამიჩეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება“?
- დიახ, განცხადება „სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.02.2018.
- როდის იქნა მიღებული „სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება“?
- „სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება“ მიღებულია 28.02.2018. მიმღები ორგანო — ს.ს."საქართველოს ბანკი". დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება“, №0, 28.02.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4081166/