სს „საქართველოს ბანკი“-ს აქციონერთა საყურადღებოდ!
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „საქართველოს ბანკი ს “ აქციონერის – სს „ბიჯეო ჯგუფის“ გადაწყვეტილება
ორი ათას ცხრამეტი წლის პირველ მაისს, სს „ბიჯეო ჯგუფი ს “ (ს/კ №405103034, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, გაგარინის 29 ა) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის სახით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მოცემულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების და, შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკი ს“წესდების 7.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
დღის წესრიგი:
1. ცვალებადი ანაზღაურების სახით გასაცემი აქციების ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცება
დღის წესრიგში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
1 საკითხი - ცვალებადი ანაზღაურების სახით გასაცემი აქციების ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ:
1. კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის მე-19 მუხლის, მე-10 (ა.გ.ა) პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, დამტკიცდეს ცვალებადი ანაზღაურების სახით გასაცემი აქციების ფასის განსაზღვრის შემდეგი წესი: ცვალებადი ანაზღაურების სახით სს „საქართველოს ბანკის“ მიერ გასაცემი „ბენქ ოფ ჯორჯია გრუფ ფლს“-ის აქციების ფასი განისაზღვროს სს „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ანაზღაურების კომიტეტის შესაბამისი სხდომის ჩატარების თარიღისათვის არსებული უახლესი ფასით, რომელიც დაფიქსირდა ლონდონის საფონდო ბირჟის დახურვისას.
გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „საქართველოს ბანკი“-ს აქციონერთა საყურადღებოდ!“?
- დიახ, განცხადება „სს „საქართველოს ბანკი“-ს აქციონერთა საყურადღებოდ!“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.05.2019.
- როდის იქნა მიღებული „სს „საქართველოს ბანკი“-ს აქციონერთა საყურადღებოდ!“?
- „სს „საქართველოს ბანკი“-ს აქციონერთა საყურადღებოდ!“ მიღებულია 07.05.2019. მიმღები ორგანო — ს.ს."საქართველოს ბანკი". დოკუმენტის ნომერი — №01/4760.
- სად არის „სს „საქართველოს ბანკი“-ს აქციონერთა საყურადღებოდ!“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.05.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სს „საქართველოს ბანკი“-ს აქციონერთა საყურადღებოდ!“, №01/4760, 07.05.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4557840/