განჩინება სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8768-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/8768-11 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2013 წლი ს 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებლები (კრედიტორები) – 1. სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის

                                                                    კომერციული ოპერატორი’’

წარმომადგენელი – ირინა მილორავა (გენერალური დირექტორი)

                                      საიდენტიფიკაციო კოდი: 205170036

                                       2. სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა’

წარმომადგენელი სულხან ზუმბურიძე (მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე/რეაბი-ლიტაციის მმართველი)

საიდენტიფიკაციო კოდი: 204995176

გაკოტრების მმართველი –   აღსრულების ეროვნული ბიურო

 

მოთხოვნა კრედიტორთა კრების მოწვევა

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია    სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისა’’ და შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ განცხადების საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა კრედიტორმა, ,,თიბისი ბანკის’’ წარმომადგენელმა, ვასილ ტიტვინიძემ და მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: გაკოტრების მმართველის მიერ 2012 წლის ფინანსური ანგარიშისა და წლიური ფინანსური უწყისების წარდგენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნა 2013 წლის 8 თებერვალს 12:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

1. სასამართლოში გაკოტრების მმართველის მიერ 2012 წლის ფინანსური ანგარიშისა და წლიური ფინანსური უწყისების წარდგენა.

2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.

 

კრედიტორთა რიგგარეშე კრებაზე გაკოტრების მმართველმა _ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა იშუამდგომლა კრების გადადების თაობაზე, ვინაიდან მათ მიერ არ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, კრების მონაწილენი დაეთანხმნენ კრების გადადებას.

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მიიჩნია, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად, მოცემულ შემთხვევაში, რადგან კრებამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, საჭიროა ჩატარდეს მეორე კრება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2013 წლის 14 თებერვალს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დ ავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6), სხდომის დარბაზი №29, შემდეგი დღის წესრიგით:

1. სასამართლოში გაკოტრების მმართველის მიერ 2012 წლის ფინანსური ანგარიშისა და წლიური ფინანსური უწყისების წარდგენა.

2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                         თამარ ჭუნიაშვილი