,,ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს N01-59/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-5/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016191
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-5/ნ

2013 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს №01-59/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


1. ,,ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს №01-59/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge,  31/08/2012, 470230000.22.035.016176) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ იმ ფილიალებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ ბრძანებით დამტკიცებული „ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტითა და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ.ბ“, „გ.ბ.გ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნას, 2014 წლის 1 იანვრამდე:

ა) ბენეფიციართა/აღმზრდელთა თანაფარდობა განისაზღვროს ყოველ 10 ბენეფიციარზე არანაკლებ  ერთი აღმზრდელი;

ბ)  საძინებელ ოთახში განთავსდეს არა უმეტეს 10 ბენეფიციარისა და ერთი კარადა არა უმეტეს 5 – ბენეფიციარისათვის;

გ) ტუალეტს/ტუალეტებს, საშხაპეს/საშხაპეებს, პირსაბანს/პირსაბანებს 16 ბენეფიციარზე არანაკლებ ერთისა, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 10 ბენეფიციარზე არანაკლებ ერთისა, რომელ(ებ)იც მორგებულია შშმ ბენეფიციართა საჭიროებებზე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო