თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.02.2013
ძალის დაკარგვა 30.03.2013
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016107
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 526 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.02.2013 მიღება
30.03.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №8 2013 წლის 15 თებერვალი ქ.თელავი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის  №28 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება  ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე დანართი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  დებულება მუხლი 1🔗. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური 1.  დებულება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის (შემდგომში ,,სამსახური’’) დანიშნულებას,  მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას. 2.  სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს ,,საქართველოს კონსტიტუციის’’, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. მუხლი 2🔗. სამსახურის  ფუნქციები და ამოცანები: ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების  უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით; ბ)  მედიის საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა; გ)  გამგეობის მუშაობის შედეგების  საინფორმაციო ბაზის წარმართვა  და ანალიზი; დ) არქივის წარმოება; ე) დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა; ვ)  საკრებულოს,  გამგებლის  დავალებების და მათ მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი; ზ) გამგეობის თათბირების ორგანიზება; თ) გამგეობის  სტრუქტურული ერთეულების კოორდინირება; ი)   საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება; კ) გამგეობის სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების და  შტამპების გამოყენების კონტროლის უზრუნველყოფა; ლ)  ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა მოვლა – პატრონობის უზრუნველყოფა; მ) გამგეობაში შინაგანაწესის შესრულების უზრუნველყოფა.  მუხლი  3🔗. სამსახურის მართვა,  ორგანიზება და სტრუქტურა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის  უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს ადმინისტრაციული სამსახურის  საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ)  გამგებელს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; დ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის  წინაშე. 4.   სამსახურის  უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შესრულება ეკისრება გამგებლის მიერ განყოფილების  ერთ-ერთ უფროსს. 5. ადმინისტრაციული სამსახური  შედგება შემდეგი  განყოფილებებისაგან: ა) საქმის წარმოების, კადრების, ანალიზის და ინფორმაციის განყოფილება; ბ) მოქალაქეთა  მომსახურების განყოფილება; გ) ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის და მოვლა-პატრონობის განყოფილება. 6. სამსახურის განყოფილების უფროსი:  ა) ანაწილებს ფუნქციებს  მისდამი დაქვემდებარებული    განყოფილების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს;  ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;  გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას; დ) სამსახურის უფროსს აბარებს  ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ე) ასრულებს ამ დებულებით  და გამგეობის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 4🔗.  განყოფილებების ფუნქციები 1.  საქმისწარმოების, კადრების, ანალიზისა და ინფორმაციის განყოფილების ფუნქციებია: ა) ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ბ) გამგეობის არქივის წარმოება; გ) გამგეობის სატიტულო ბლანკების,  ბეჭდების, შტამპის გამოყენების კონტროლი; დ) საჯარო მოსამსახურეთა  პირადი საქმეების წარმოება; ე) მედიასაშუალებებთნ ურთიერთობის ორგანიზება. 2. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების ფუნქციებია: ა) წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება-ჩაბარება; ბ) მოქალაქეთათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემა; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მოქალაქეთათვის. 3. ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის და მოვლა-პატრონობის განყოფილების ფუნქციებია: ა) მუნიციპალური ტრანსპორტის მოვლა-პატრონობა და სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა; ბ) სადეფექტო აქტების შედგენა; გ)  სხვა მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა; დ) მატერიალურ ფასეულობებზე და მის გადაადგილებაზე ზედამხედველობა.  მუხლი 5🔗.  დასკვნითი დებულება 1.  დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.