„თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი – თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსებისა და მათი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 14 ნოემბრის № 120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№185
სარეგისტრაციო კოდი
310150000.35.160.016168
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

 დადგენილება №185

2013 წლის 15 თებერვალი

ქ. რუსთავი

 

,,თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი – თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსებისა და მათი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 14 ნოემბრის № 120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი –თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსებისა და მათი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 14 ნოემბრის № 120 დადგენილებაში (სსმ 111115011 21.11.2011, 310150000.35.160.016103) განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დანართი 11–ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2.  კომისია შედგება თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს წევრების და მერიის თანამშრომლებისგან, ასევე სხვა მოწვეული პირებისგან.“

2. დანართი 11-ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1.  ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, ერთი წლის ვადით და ძალაშია ნებართვის ვადის გასვლამდე ან გაუქმებამდე. ნებართვის მოქმედების ვადა, მისი მოქმედების პერიოდში, შეიძლება გაგრძელებულ იქნეს მომდევნო კონკურსის შედეგების ძალაში შესვლამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეკახა ბარათაშვილი