ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.02.2013 ძალადაკარგული 03.12.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№62
სარეგისტრაციო კოდი
001250020.35.150.016039
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

                                                                                                                     

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №62

2013 წლის 15 თებერვალი

სოფ. წეროვანი

 

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


მუხლი 1. საერთო მოთხოვნები
1. კონკურსის მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 65 წლის ასაკამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილი პირები.

მუხლი 2. დამატებითი მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს ბაკალავრის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
2. კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის სათანადო ცოდნა.
3. კანდიდატს უნდა გააჩნდეს საკუთარი ხედვა თვითმმართველი ერთეულის განვითარებისა და არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზების შესახებ.

მუხლი 3. დამატებითი მოთხოვნები ზოგადი  პროფესიული უნარების სფეროში
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის  უნარი.
2. კონკურსის მონაწილეს უნდა გააჩნდეს საოფისე კომპიუტერული პროგრამების Windows, Word, Excel, internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ყოჩიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.12.2014.
როდის იქნა მიღებული „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 15.02.2013. მიმღები ორგანო — ახალგორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №62. სარეგისტრაციო კოდი — 001250020.35.150.016039.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 03.12.2014-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №62, 15.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 001250020.35.150.016039 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1847747/