აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.03.2013 ძალადაკარგული 10.04.2024
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
010320000.33.058.016033
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №46

2013 წლის 1 მარტი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

   „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12, 35-ე მუხლების, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 25-ე მუხლის,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს  – რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 2 წელი;

გ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

დ) ასაკი: 21 წლიდან - 65 წლამდე;

ე) კომპიუტერული პროგრამების (Windows office: Ms.Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet ) სრულყოფილი ცოდნა;

ვ) კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმართვის გამოცდილება, კონფლიქტების მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი;

ზ) საქმიანი ურთიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები, საკუთარი შეხედულებების დასაბუთებისა და დაცვის უნარი;

თ) ნორმატიული აქტების ცოდნა:

თ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

თ.ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი’’;

თ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

თ.დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

თ.ე) ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი;

თ.ვ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

თ.ზ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი;

თ.თ) ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი;

თ.ი) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სასურველია:

ა) უცხო (ინგლისური, რუსული) ენ(ებ)ის ცოდნა;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

გ) ადამიანური რესურსების/გუნდის მართვის გამოცდილება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მაისის №243 ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრიგიორგი თავამაიშვილი