📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.02.2013
ძალის დაკარგვა 30.08.2013
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016140
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,201 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.02.2013 მიღება
30.08.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ              წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №6 2013 წლის 22 თებერვალი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება (დანართი 1). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების  ამოქმედების  დღიდან  ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №34 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.000191. 12/08/2010). მუხლი 3🔗 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგებელს - ოთარ  ჩიტაიშვილს. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარემამუკა საღარეიშვილი                                                                                                                                                                             დანართი  №1 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. სამსახურის ფუნქციები 1. გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების პროექტების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას, უზრუნველყოფს ზედამხედველობას მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწით და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობას, განახორციელებს არქიტექტურულ-საამშენებლო საქმიანობაზე და არქიტექტურის მშენებლობის საქმეში ზედამხედველობას. უზრუნველყოფს ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვასა და ეფექტურ გამოყენებას, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის გასხვისებისა და მართვის საკითხების უზრუნველყოფას. 2. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  კონტროლს სამშენებლო, გარემოსდაცვითი, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების შესრულებაზე; შემოწმების პროცესში ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, ორგანიზაციისა და დაწესებულებისაგან (განურჩევლად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა); განსაზღვრავს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებებს და ვადებს, განახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე; 3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საკანონმდებლო აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება. 4. სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი. 5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქ. №25. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა სამსახური აერთიანებს: ა/  ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების განყოფილება. ბ/ ზედამხედველობის განყოფილება მუხლი 3🔗. სამსახურის განყოფილებებისა და მუშაკთა ფუნქციები 1. ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) თვითმმართველი ერთეულის მომავალი წლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის შესადგენად საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელებას, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევას; სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების მომზადებას, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის შემუშავებას; თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამიდან გამომდინარე თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულთა განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების პროექტების შემუშავებას; საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობას; მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაციას, მუნიციპალურ სექტორში განხორციელებული ინვესტიციებისა და გაწეული ფინანსური დახმარებების მონიტორინგს;  საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება; სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტების შედგენას და მათი განხორციელების კოორდინაცია, რეგიონთაშორისი სავაჭრო კავშირების განვითარების კოორდინაცია. ბ) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის წესების პროექტის მომზადებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ, თვითმმართველი ერთეულის გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტის, თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების პროექტებისა და დამტკიცებული პროგრამების შესრულების ანგარიშის შედგენა; თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, კონტროლი ქონების დაცვისა და მიზნობრივ გამოყენებაზე წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ; თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების და ორგანიზაციების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზსა და კონტროლის, მათი ფინანსური ანგარიშების (ბალანსების, მოგება-ზარალის ანგარიშგების, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების) ანალიზს და კონტროლს; მათი საქმიანობის თაობაზე პერიოდული ანგარიშების მომზადებას; თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოთა აუდიტორული შემოწმების ორგანიზების კონტროლის და კოორდინაცია, საწარმოებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებულ საქმიანობაზე კონტროლს, მათგან შესაბამისი ინფორმაციის მიღებას, სამუშაო გეგმის შეთანხმება, წინადადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის შესახებ, რომელიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას; გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტა. გ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის წესების პროექტების შემუშავებას; თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის და ბუნებრივი რესურსების მართვა; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მასალების მომზადებას მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის აუქციონის ფორმით განკარგვისათვის. გარემოს დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას; მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებს ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. 2. ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, პროექტის – სანებართვო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებას. ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას; შემოწმების პროცესში ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;  გ)   სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის, ან დემონტაჟის  შეჩერებას დადგენილი წესის შესაბამისად; დ) დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღებას კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; ე) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ დოკუმენტაციის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების თაობაზე;        ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას დადგენილი წესით, წინადადებების მომზადებას მათი საქმიანობის შეჩერების, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; ზ) კონტროლს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე,  შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე;  თ) კონტროლის განხორციელებას ხეებისა და მწვანე ნარგავების მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე; ი)  მიწათსარგებლობის წესების დაცვას კომპენტენციის ფარგლებში;  კ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული კონსტრუქციების განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებას;  ლ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით,  „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსითა“და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ზომების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას;  მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  კონტროლს სამშენებლო, გარემოსდაცვითი, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაცია ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, ორგანიზაციისა და დაწესებულებისაგან (განურჩევლად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა); განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, განახორციელოს კონტროლი მათ შესრულებაზე; მუხლი 4🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.  2. სამსახურის უფროსი:  ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;   ბ) პასუხს აგებს გამგეობის სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;  გ) საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;   დ) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი წარდგინების საფუძველზე იღებს დადგენილებას დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ; ზ) არქიტექტურულ-საამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი წარდგინების საფუძველზე ამზადებს დადგენილების მისაღებად შესაბამის დოკუმენტაციას  დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების შესახებ; თ) დადგენილი წესით აჩერებს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობას ან უნებართვო დემონტაჟს; ი) მშენებლობის მონაწილეებზე გასცემს შესაბამის მიწერილობებს პროექტის, საამშენებლო ნორმებისა და წესების ან/და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების თაობაზე; კ) ატარებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის სანქციებს მიწის დაცვისა და მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში; ლ) უქმნის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები სამსახურის რეორგანიზაცია ან საქმიანობის შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.