წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2013 წლის 22 აგვისტო ქ. წყალტუბო |
|
1.გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების პროექტების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას, უზრუნველყოფს ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვასა და ეფექტურ გამოყენებას, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის გასხვისებისა და მართვის საკითხების უზრუნველყოფას;
2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საკანონმდებლო აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება.
3. სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქ. №25.
ბ) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის წესების პროექტის მომზადება; წინადადებების მომზადება მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ, თვითმმართველი ერთეულის გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტის, თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების პროექტებისა და დამტკიცებული პროგრამების შესრულების ანგარიშის შედგენა; თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, კონტროლი ქონების დაცვისა და მიზნობრივ გამოყენებაზე წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ; თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების და ორგანიზაციების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზი და კონტროლი, მათი ფინანსური ანგარიშების (ბალანსების, მოგება-ზარალის ანგარიშგების, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების) ანალიზი და კონტროლი; მათი საქმიანობის თაობაზე პერიოდული ანგარიშების მომზადება; სამუშაო გეგმის შეთანხმება, წინადადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის შესახებ, რომელიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას; გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტა;
გ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის წესების პროექტების შემუშავება; თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის და ბუნებრივი რესურსების მართვა; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მასალების მომზადება მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის აუქციონის ფორმით განკარგვისათვის. გარემოს დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შემუშავება და განხორციელება; მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ; შესაბამის სტრუქტურებთან ერთად კურორტისა და ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და გამგეობის დებულების შესაბამისად.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს გამგეობის სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას.
დ) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) უქმნის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.