ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №37 |
|
2013 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი |
საქართველოს სამინისტროებმა, სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა და სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავმა დაწესებულებებმა:
1. 2013 წლის 20 მარტამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2011-2012 წლების შეფასება და ინფორმაცია 2013 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ შესაბამისად №1 და №2 დანართების მიხედვით.
2. 2013 წლის 19 აპრილამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტი შესაბამისად №3 და №4 დანართების მიხედვით.
სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა მხარჯავმა დაწესებულებებმა (გარდა საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2013 წლის 10 მაისამდე წარუდგინონ ინფორმაცია დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ №5 დანართის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველადი ვარიანტი.
ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა აღმასრულებელმა ორგანოებმა 2013 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და პრიორიტეტების საშუალოვადიანი ბიუჯეტი შესაბამისად №3 და №4 დანართების მიხედვით.
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან შეთანხმებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2013 წლის 15 ნოემბრამდე წარუდგინონ ინფორმაცია საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და პრიორიტეტების საშუალოვადიანი ბიუჯეტი შესაბამისად №3 და №4 დანართების მიხედვით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №66 დადგენილება.
|
დანართი №1
საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2011-2012 წლების შეფასება __________________________________________________________________ (დასახელება)
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მიღწეული შედეგების აღწერა ცალკეული ღონისძიებების ან პროგრამების მიხედვით, იგი წარმოდგენილი უნდა იქნეს მთლიანი პრიორიტეტის მასშტაბით.
დანართი №2 ინფორმაცია 2013 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ _________________________________________________________________ (დასახელება)
შენიშვნები: 1. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მიღწეული შედეგების აღწერა ცალკეული ღონისძიებების ან პროგრამების მიხედვით, იგი წარმოდგენილი უნდა იქნეს მთლიანი პრიორიტეტის მასშტაბით. 2. პრიორიტეტში იგულისხმება სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მხარჯავი დაწესებულებები ახორციელებენ თავიანთ პროგრამებს.
დანართი №3 საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა (2014-2017 წწ.) __________________________________________________________________ __________________________________________________________________ (დასახელება) პრიორიტეტის1 დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროგრამა ---------------------------------------------------------------------------------------- პროგრამის დასახელება და განხორციელების სავარაუდო ვადები ----‑‑‑‑‑-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- პროგრამის დასაბუთება, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- პროგრამის აღწერა ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მოსალოდნელი შედეგები ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შენიშვნა: პრიორიტეტში იგულისხმება ბიუჯეტის პრიორიტეტები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მხარჯავი დაწესებულებები ახორციელებენ თავიანთ პროგრამებს.
დანართი №4 პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტი ---------------------------------------------------------------------------------------- (დასახელება)
შენიშვნები: 1. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისმა აღმასრულებელმა ორგანოებმა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებში არ უნდა გაითვალისწინონ გათანაბრებითი ტრანსფერით მიღებული თანხები. 2. პრიორიტეტში იგულისხმება ბიუჯეტის პრიორიტეტები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მხარჯავი დაწესებულებები ახორციელებენ თავიანთ პროგრამებს.
დანართი №5 ინფორმაცია დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ 2014-2017 წლებისათვის
შენიშვნები: 1. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სხვაობა 2013 წლის მაჩვენებელთან, უნდა იყოს წარმოდგენილი დასაბუთება ამ სხვაობასთან დაკავშირებით. 2. ასიგნებების ზღვრულ მოცულობებში გათვალისწინებული არ უნდა იყოს დონორების დაფინანსებული პროექტების და ამ პროექტებში თანამონაწილეობის სახსრები. 3. დანართი №5-ში წამოდგენილი ინფორმაცია დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ შევსებული უნდა იყოს თითოეული პროგრამის მიხედვით. 4. დანართებში თანხობრივი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ათას ლარებში. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||