📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-63
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016101
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 773 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-63 2013 წლის 28 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ     „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების-საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანდართული  ტიპიური დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-86 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით კირვალიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების -საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ტიპიური    დებულება მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები-საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები (შემდგომში – სამსახურები) შექმნილია „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28  დეკემბრის №485 დადგენილების საფუძველზე. 2. სამსახურები წარმოადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანოს შესაბამის მუნიციპალიტეტში. 3. სამსახურები თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობენ სა­ქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთა­შორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით. 4. სამსახურების  დებულებას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში-მინისტრი). 5. სამსახურები ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, რომელიც ახორციელებს მათ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. სამსახურების უფლებამოსილებანი:  სამსახურების უფლებამოსილებებია: ა) ინფორმაციის შეგროვება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესახებ; ბ) სამეურნეო წლის განმავლობაში ნათესი და ნარგავი ფართობების სრული განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნა; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში კულტურების მიხედვით სავარაუდო მოსავლის წინასწარი განსაზღვრა, ოპერატიული ინფორმაციის მიღება-დამუშავება; დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სამინისტროს მიერ განსახორციელებული მიზნობრივი პროექტების შერჩევაში აქტიური მონაწილეობა, კონსულტაციის გაცემა და მონიტორინგი; ე) ადგილობრივ ბაზარზე  სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასების, ასევე წარმოების საშუალებების ღირებულების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება-ანალიზი; ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სასაწყობო და გადამამუშავებელი საწარმოების არსებული პოტენციალის შესწავლა მემცენარეობისა და მეცხოველეობის პირველადი წარმოების პროდუქტების  მიხედვით; ზ) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სოფლის მეურნეობაში მოქმედი სამართლებრივი და საგადასახადო ვალდებულებების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება; თ) სამინისტროს პოლიტიკისა და პროგრამების შესახებ მოსახლეობის დროული ინფორმირება; ი) სოფლის მეურნეობის სფეროში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ სამინისტროს დროული ინფორმირება; კ) მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის ეკონომიკური შეფასება (გამოყენებული წარმოების საშუალებებზე გაწეული დანახარჯების გათვალისწინებით) და დაინტერესებული პირებისათვის რეკომენდაციების გაცემა; ლ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანება-მოვლის თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა; მ) ბაზარზე არსებული სათესლე და სარგავი მასალების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მათი სპეციფიკაციის მიხედვით დაინტერესებული პირებისათვის  კონსულტაციების გაწევა; ნ) მუნიციპალიტეტში მექანიზაციის ხელმისაწვდომობაზე, ასევე, მათი რაციონალური გამოყენების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის  ინფორმაციის მიწოდება; ო) ბაზარზე არსებული მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დაინტერესებული პირებისათვის მათი გამოყენების მართებული მეთოდების შეთავაზება; პ) მოსავლის აღებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი ტექნიკური ღონისძიებების და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის  კონსულტაციების გაწევა; ჟ) აღებული მოსავლის შენახვის პირობების და ვადების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის  რეკომენდაციების გაწევა; რ) ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, მათი დანერგვის მიზნით; ს) საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციის გაწევა; ტ) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით წლის განმავლობაში აუცილებელი ვეტერინარული და სანიტარიული ღონისძიებების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის  კონსულტაციების გაწევა; უ) სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმართველობის  ორგანოებთან,  საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ასევე ექსტენციის ცენტრებთან აქტიური თანამშრომლობა და შეხვედრებში მონაწილეობა; ფ) სხვადასხვა ტრენინგების, სწავლებებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება; ქ) მერძეული და მეხორცული მიმართულების მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროდუქტიულობის მაჩვენებლის ზრდის და სტაბილურად შენარჩუნების მიზნით საკვები რაციონის შესახებ რეკომენდაციების გაცემა; ღ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტებში სტიქიური მოვლენების  შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება; ყ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა და კოორდინირებული საქმიანობა; შ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის  სტრუქტურა 1. სამსახურების სტრუქტურა განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი. 2. სამსახურებს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამსახურების  უფროსი: ა) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამსახურის  მმართველობას განეკუთვნება; ბ) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროული, კვალიფიციური და ეფექტური  შესრულებისათვის; გ) აწესრიგებს სამსახურის  გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს, კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებს; დ) ანაწილებს მოვალეობებს  სამსახურის მთავარ და უფროს სპეციალისტებს  შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; ე)  ზედამხედველობს დაქვემდებარებული მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას; ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დაქვემდებარებული მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; ზ)  აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას; თ)    მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის  საქმიანობის შესახებ; ი) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების გამოყენებისა და დაცვისათვის, ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას. 4.  სამსახურების უფროსს ექვემდებარება  მთავარი და უფროსი სპეციალისტები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.  მუხლი 4🔗. სამსახურების   რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორცილდება მოქმედი კანონდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.