,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დაფინანსების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.10.003.000.153
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 04/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №19

2005 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დაფინანსების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რაიონული სამმართველოების სამინისტროს ერთიან საფინანსო სისტემაში მოქცევის მიზნით:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რაიონული სამმართველოების დაფინანსება 2005 წლის 1 მარტიდან განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი) უზრუნველყოს:

ა) ტერიტორიული ორგანოების დაფინანსება სამინისტროსათვის 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;

ბ) სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რაიონული სამმართველოების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება და ტიპური დებულების დამტკიცება.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,1993-1995 წლებში საქართველოს რესპუბლიკის აგროსამრეწველო კომპლექსის კრიზისიდან გამოყვანის პროგრამის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 მარტის №199 დადგენილება.

პრემიერ-მინისტრი                 ზ. ჟვანია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დაფინანსების შესახებ”“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დაფინანსების შესახებ”“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.01.2005.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დაფინანსების შესახებ”“?
„,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დაფინანსების შესახებ”“ მიღებულია 28.01.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 190.040.000.10.003.000.153.
სად არის „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დაფინანსების შესახებ”“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.01.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დაფინანსების შესახებ”“, №19, 28.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.10.003.000.153 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11248/