„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2013
ძალის დაკარგვა 23.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.017203
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,587 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2013 მიღება
23.12.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №40 2013 წლის  21 თებერვალი    ქ. თბილისი ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა ,,ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარები­სათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზა­დების, საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ უცხო ქვეყნის სა­განმანათლებლო დაწესებულებებში და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატუ­რის,  დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის, დოქტორანტუ­რის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე: მუხლი 1🔗 ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,სახელმწი­ფო  სასწავლო,  სამაგისტრო  გრანტების,  დოქტორანტურის  პროგრა­მე­ბისა  და  ახალგაზრდების  წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი: 32 04 04) დამტკიცდეს პროგრამა ,,ცოდნის კარი“  თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  უზრუნველყოს ,,პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში 2013 წლის 1 იანვრამდე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი დანართი ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,სახელმწიფო  სასწავლო,  სამაგისტრო  გრანტების,  დოქტორანტურის  პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან  პროგრამა ,,ცოდნის კარი“ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები წინამდებარე დანართი განსაზღვრავს ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო  სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ განხორციელების წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. პროგრამა ,,ცოდნის კარი“ 1. პროგრამა ,,ცოდნის კარი“ ხელს უწყობს: ა) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარები­სათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზა­დებას; ბ) საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ უცხო ქვეყნის სა­განმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღებას; გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის,  დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას. 2. პროგრამა ცოდნის კარი მოიცავს სამ ქვეპროგრამას: ა) ,,სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამა“ − ითვალისწინებს სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ პრიორიტეტულად გამოცხადებულ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ პირთა დაფინანსებას და სწავლის ხელშეწყობას, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დანართისა და სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების მოთხოვნებს; ბ) ,,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამა“ - ითვალისწინებს ქვეყნისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზა­დებას და იმ პირთა დაფინანსებას, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე, არიან სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული სასწავლო ღონისძიებებისა თუ კონკურსების გამარჯვებულები, რაც სამომავლოდ ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროთა განვითარებასა და წინსვლას და აკმაყოფილებენ ამ დანართისა და სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების მოთხოვნებს; გ) „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ - ითვალისწინებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრა­ტურის,  დიპლომირებული  მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორან­ტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობას. მუხლი 3🔗. პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ქვეპროგრამების მიზნები 1. ,,სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ მიზანს წარმოადგენს უცხოეთის უმაღლეს საგნმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხული ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების დაფინანსება. 2. ,,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ ჩვევებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამის“ მიზანს წარმოადგენს: ა) განსაკუთრებით ნიჭიერი და მაღალი შეფასების მქონე პირების უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობა; ბ) პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის საზღვარგარეთ სწავლაში ხელშეწყობა. 3. „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ მიზანს წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლო­მირე­ბული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისა და სწავლის პერიოდში საქართველოში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. მუხლი 4🔗. პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ქვეპროგრამების ბენეფიციარები 1. ,,სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ ბენეფიციარია საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი: ა) რომელსაც მოპოვებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ჩარიცხულია უცხოეთის შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო პროგრამაზე, ასაკი არ აღემატება 35 წელს და რომლის: ა.ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული შეფასებების საშუალო მაჩვენებელი არანაკლებია შესაბამისი შეფასების სისტემის მიხედვით განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 80%-ისა, უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში სწავლის პირველი სემესტრის დაწყებამდე დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში; ა.ბ) უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურაში სწავლისას მიღებული შეფასების საშუალო მაჩვენებელი არანაკლებია შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით  განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 80%-ისა, უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში სწავლის პირველი სემესტრის დასრულების შემდგომ დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში; ბ) რომელიც ჩარიცხულია უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სადოქტორო პროგრამაზე და მოპოვებული აქვს ნაწილობრივი დაფინანსება მინიმუმ 50%-ის ოდენობით. 2. ,,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ ჩვევებისა და სწავლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამის“  ბენეფიციარია საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი, რომელიც არის სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული სასწავლო ღონისძიებებისა თუ კონკურსების გამარჯვებული, ჩაბარებული აქვს  უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე  და რომლის: ა) ზოგადი განათლების დამამათავრებელ კლასში მიღებული შეფასებების საშუალო მაჩვენებელი არანაკლებია შესაბამისი შეფასების სისტემის მიხედვით განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 80%-ისა, უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში სწავლის პირველი სემესტრის დაწყებამდე დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში; ბ) უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატში სწავლისას მიღებული შეფასების საშუალო მაჩვენებელი არანაკლებია შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით  განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 80%-ისა, უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში სწავლის პირველი სემესტრის დასრულების შემდგომ დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში. 3. „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ბენეფიციარია უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე ჩაირიცხებიან საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. მუხლი 5🔗. პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში შერ­ჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი დაფინანსების გაცემის წესი 1. პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში შერ­ჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი დაფინანსება გაიცემა შემდეგი წესით: ა) პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში შერ­ჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი დაფინანსება სრულად ან ნა­წილობრივ ფარავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლებაში ბაკალავრის, მაგისტრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით სწავ­ლისა და სწავლის პერიოდში საქართველოში/უცხოეთში ცხოვრებასთან  დაკავშირებულ ხარჯებს, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებულ ხარჯებს; ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული: ბ.ა)  სწავლის ხარჯები მოიცავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაწესებულ სწავლის საფასურს; ბ.ბ) სწავლის პერიოდში საქართველოში/უცხოეთში ცხოვრებასთან  დაკავშირებული ხარჯები მოიცავს: ბ.ბ.ა)მგზავრობის ხარჯებს; ბ.ბ.ბ) კვების ხარჯებს; ბ.ბ.გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. ბ.გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს: ბ.გ.ა) პრაქტიკის გავლის ხარჯებს; ბ.გ.ბ) მგზავრობის ხარჯებს თუ პრაქტიკის გავლა მოითხოვს იმ ქალაქის/ქვეყნის დატოვებას სადაც მდებარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; ბ.გ.გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, თუ პრაქტიკის გავლა მოითხოვს იმ ქალაქის/ქვეყნის დატოვებას სადაც მდებარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  კანდიდატებთან ამ დანართით გათვალისწინებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე უზრუნველყოს მათთვის გამოყოფილი დაფინანსების გადარიცხვა კანდიდატის ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე,  საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მითითე­ბული პერიოდულობით - სრულად ან ნაწილ-ნაწილ. 2. ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში დაფინანსებული პირი ვალდებულია  უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის განმავლობაში,  პირველი სასწავლო წლის შემდგომ მიიღოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით  განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების არანაკლებ 80%. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შეუსრულებლობა წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტისა და მომავალში პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში დაფინანსების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს. მუხლი 6🔗. სპეციალური საკონკურსო კომისიის შექმნა 1. შეიქმნას სპეციალური საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) დავით ზურაბიშვილი − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;  ბ) ნატო ჯავახიშვილი − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის მდივანი; გ) დავით ჯანდიერი − საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე; დ) გიორგი ხელაია − საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; ე) დავით ლეჟავა − საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; ვ)  დავით შერვაშიძე − საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; ზ)  მანანა ბერიკაშვილი − საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე; თ) სულხან სისაური − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი; 2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:  ა) ეკა ფოფხაძეს − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცია­ციის  აღმასრულებელ დირექტორს; ბ) ნინო ჩინჩალაძეს −არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირის ფონდ ,,საერთაშორისო განათლების ცენტრის“ აღმასრულებელ დირექტორს; გ) ვაჟა სალამაძეს − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ფონდი სამოქალაქო  საზოგადოების ინსტიტუტის დირექ­ტორს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიის მდივანი კომისიის სხდომაში მონაწილეობს სათათბირო ხმის უფლებით. მუხლი 7🔗. სპეციალური საკონკურსო კომისიის უფლებამოსილება სპეციალური საკონკურსო კომისია: ა) შეიმუშავებს სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლის საფუძველზეც შეირჩევა ,,ცოდნის კარის“ პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი კანდიდატები; ბ) შეარჩევს კანდიდატებს ,,ცოდნის კარის“ პროგ­რამის ფარგლებში; გ) განსაზღვრავს შერჩეული კანდიდატებისათვის გამოსა­ყოფი დაფინანსების ოდენობას; დ) იღებს გადაწყვეტილებას ,,ცოდნის კარის“ პროგ­­რამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატებისათვის დაფინანსების გამოყოფისა და ხელშეკრულების გაფორმების შესახებ; ე) განსაზღვრავს პრიორიტეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე­ბულებების ნუსხას. მუხლი 8🔗. ,,ცოდნის კარის“ პროგრამის განხორციელებაში ტექნიკური დახმარების გაწევა ამ დანართის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ სპეციალურ საკონკურსო კომისიას ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც: ა) იღებს ყველა განაცხადს, რომელიც აკმაყოფილებს კანდიდატის შესარჩევ პირობებს და განსახილველად გადასცემს სპეციალურ საკონკურსო კომისიას; ბ) კანდიდატს აწვდის ნე­ბის­მიერ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია სასწავლო პროგრამასთან. ასევე კანდიდატს აცნობებს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილებისა თუ ხარვეზების თაობაზე. გ)  ახორციელებს ,,ცოდნის კარის“ პროგრამის ფარგლებში შერ­ჩეული კანდიდატების  მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს; დ) იღებს ყველა ზომას პროგრამა ,,ცოდნის კარის“  ფარგლებში შერჩეული კან­დიდატისათვის გამოსაყოფი დაფინანსების პირის ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე გადა­რიცხვის უზრუნველსაყოფად, დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ვადებში; ე) სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ ამ დანართის მე-7 მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დებს ხელშეკრულებებს ,,ცოდნის კარის“ პროგრამის ფარგლებში სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან. მუხლი 9🔗. პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებე­ბის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილ კვოტებზე კანდი­და­ტის შერჩევა პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლე­ბების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილ კვო­ტებზე კანდიდატის შერჩევას აწარმოებს სპეციალური სა­კონკურსო კომისია. კომისიაზე შესაძლებელია პარტნიორი უმაღ­ლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგე­ნელ­თა მოწვევა. კანდიდატების შერჩევა მოხდება წინასწარ განსაზღვრული, პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწე­სებულებებთან შეთანხმებული ნიხრების საფუძველზე, მასში განსაზღვრული პირობებისა და გამოყოფილი კვოტების შესა­ბამისად. მუხლი 10🔗. დაფინანსების დაბრუნების წესი 1. კანდიდატის მიერ, სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ხელშეკრულების მოქმედების ვადაში აუთვისებლობის შემთხვევაში, პირი კარგავს დაფინანსების გადარიცხვის მოთხოვნის უფლებას. 2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას, ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია დააბრუნოს სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ათვისებული ოდენობა.