1. საჯარო კონკურსს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. ამასთან, კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ არანაკლებ ორკვირიანი ვადა შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
2. შეტყობინება კონკურსის ჩატარების თაობაზე ვრცელდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
3. 2014 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსი გამოაცხადოს აგრეთვე შესაბამის ბეჭდვით ორგანოში.
4. 2014 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ საჯარო კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება აგრეთვე არაელექტრონული ფორმით, შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე.
5. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს ახალციხის მუნიციპალიტეტი.
6. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) დაწესებულების დასახელებას, კონკურსის წესით შესავსები თანამდებობების დასახელებას და რაოდენობას;
ბ) კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს;
გ) შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ მოვალეობებს;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ე) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას;
ვ) საკონკურსო კომისიის მისამართ