1.კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება კომისიის სახელზე;
ბ) შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი №2) (რომელიც შეიცავს კანდიდატის Curriculum Vitae (CV)-ს);
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
დ) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3X4);
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის დოკუმენტები (მოთხოვნის შემთხვევაში).
2. კანდიდატებს საბუთების წარდგენისთვის ეძლევათ 2-კვირიანი ვადა, კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდა