სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.02.2013 ძალადაკარგული 27.03.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.168.016069
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2013 წლის 26 თებერვალი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5  მუხლის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:
1. თითოეულ სამორინე მაგიდაზე - კვარტალში 15 000 ლარით. 
2. თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში  2 200 ლარით. 
3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე მოსაკრებელი განისაზღვროს საპრიზო ფონდის  10 %-ით.
4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე  - კვარტალში 30 000 ლარით.
5. ლატარიის მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების  5 %-ით.
6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სალაროზე -  კვარტალში  1 000 ლარით. 
7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 3 000 ლარი.

შენიშვნა:  თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს , იგი უფლებამოსილია, არ გადაიხადოს ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №21 დადგენილება ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ მჭედლიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.03.2017.
როდის იქნა მიღებული „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“?
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ მიღებულია 26.02.2013. მიმღები ორგანო — სიღნაღის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 210070000.35.168.016069.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.03.2017-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.03.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“, №5, 26.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.168.016069 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1856532/